ნინო დოლიძე - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში - ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“

პოლიტიკა 1726743660
ისფედი

ISFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, თუ რა ეტაპზეა დემოკრატია საქართველოში.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლის არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია და მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხითაც.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი გამოწვევა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკაა.

„საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი, რა ეტაპზეა დემოკრატია ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს არჩევნები ბევრი მიმართულებით გადამწყვეტია, მათ შორის, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ სამართლიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმი, როგორ წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე.

წინასაარჩევნო პერიოდია უკვე, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ანგარიში გამოვაქვეყნეთ. მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე ის რიტორიკაა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების გაუქმება ან ანტიდასავლური რიტორიკა; თუმცა კამპანია [წინასაარჩევნო] ამ ეტაპზე შედის აქტიურ ფაზაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმით, ქვეყნისთვის „ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“.

„არაერთი საერთაშორისო პარტნიორისგან მოგვისმენია, რომ საქართველო არის გზაგასაყარზე. ნამდვილად, ერთ-ერთი უმწვავესი და უდიდესი გამოწვევა „რუსული კანონია“, რომელიც მიიღეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობის მოუხედავად. გვახსოვს აპრილის და მაისის თვეების განმავლობაში რამდენად დიდი იყო წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ვიცოდით ეს იყო დემოკრატიული უკუსვლა და მათ შორის, ჩვენი ევროპული მომავლის საფრთხე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

უახლესი
პრემიერი
პრემიერი - სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნაა - ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და არ იქნება სწორი, არ შევასრულოთ

ვიწყებთ პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მენეჯმენტის ცვლილებას და სისტემის გაჯანსაღებას გულისხმობს.„სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა. ძლივს ისეთ რაღაცას გვთხოვენ უცხოელები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესატყვისება და ვფიქრობ, არ იქნება ჩვენი მხრიდან სწორი, არ შევასრულოთ შესაბამისი რეკომენდაციები, ამიტომ ვიწყებთ უკვე პროცესს, რომლის საფუძველზეც განხორციელდება სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რაც გულისხმობს მენეჯმენტის ცვლილებას, სისტემის გაჯანსაღებას, დახვეწას, გაუმჯობესებას. ოპტიმიზაცია არის ერთი მიმართულება, რაც მოგვცემს როგორც ეკონომიის, ისე ეფექტიანობის გაუმჯობესების საშუალებას, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი სახელმწიფო საწარმოებში, რათა ეფექტიანობის ხარისხი მაქსიმალურად გაუმჯობესდეს. თუ ვეხებით ჩვენ რკინიგზას, ენერგეტიკას, ყველგან არის შესაძლებელი მეტი ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა, მეტი წარმატების მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს აუცილებლად გაკეთდება. ენერგეტიკის სფეროში მაგალითად ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ეს პრაქტიკები თავიდან ბოლომდე მოისპობა და ეს გაკეთდება უახლოესი მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. იგივე არის გასაკეთებელი ყველა სხვა სფეროში. მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რაც დამატებით წაახალისებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამისთვის უახლოეს მომავალში მომზადდება საკანონმდებლო პაკეტიც, რომელიც წარდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში და ვთხოვთ პარლამენტს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რათა საბოლოოდ განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პოლიტიკა 1748938722

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფო საწარმოებში თანხების ოპტიმიზაცია, მათ შორის შტატების შემცირების ხარჯზე მოხდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო საწარმოებში თანხების ოპტიმიზაცია, მათ შორის შტატების შემცირების ხარჯზე მოხდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.“დიახ, თანხების შემცირება არის შტატების შემცირების ხარჯზე და გარკვეული ეკონომიები, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ ბოლო წლებში. სახელმწიფოს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგია გააჩნია. ეს სტრატეგია შემუშავდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. სტრატეგიის განხორციელების პროცესში გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომელიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება აისახოს სრულფასოვან კანონმდებლობაში. შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, არის კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოვცადეთ. ეს გულისხმობს სახელმწიფო საწამოების მართვის ეფექტიანობის გაზრდას, მეტ გამჭვირვალობას, მეტ პროფესიონალიზმს. საბოლოოდ, მეტ ეფექტიანობას და რა თქმა უნდა, ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას: მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ აქ არის საუბარია რიგით შპს-ებზე, რომელშიც სახელმწიფოს მონაწილეობაა, აქ არის საუბარი მსხვილ კორპორაციებზე, რომელიც ამა თუ იმ დარგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ რეფორმის განხორციელებას ქვეყანა გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პოლიტიკა 1748938691

მათიკაშვილი ახლო კადრი
დავით მათიკაშვილი - მიმდინარეობს კანონის აღსრულება - ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია, ეს ყველაფერი დაადასტურონ

მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ - ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, თუ მედია ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, „კეთილი უნდა ინებოს“ და დაამტკიცოს.„მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ. კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისად, ყველას, ვინც თვლის, რომ ამ კანონის ჭრილში მედია კუთხით კონკრეტული დარღვევა იქნა ჩადენილი, აქვს უფლება, რომ სათანადო უწყებას შესაბამისი საჩივრით მიმართოს. რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ქვეყნის ნგრევის სურვილიდან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ. რეალურად, ესენი მედიასაშუალებები ხომ არ არიან? ისინი არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ, არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ. ასევე, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოქმედებენ.ამიტომ, ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ არსებობს ფაქტები და თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, კეთილი ინებე და დაამტკიცე. თუ ამის საშუალება არ გაგაჩნია, მაშინ გაუწიე აზრი იმას, რასაც იტყვი. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს კანონი ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის, მეტი პასუხისმგებლობების დამწესებელია იმ ჭრილში, რომ მათ მიერ გაჟღერებული ფრაზები იყოს პასუხისმგებლობით სავსე, დამტკიცებადი და არ იყოს ფარატინა ქაღალდები, რომელიღაცა ექსტრემისტის, მათი პატრონის ტვინში მოაზრებული ქვეყნის ნგრევისთვის გათვალისწინებული მოცემულობა, რომელსაც არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..     

პოლიტიკა 1748938663

პრემიერი
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ. ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოების გამო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას.ირაკლი კობახიძემ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მიულოცა.„ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, მას სამომავლოდაც ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს პრეზიდენტი მას დააჯილდოვებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.ასევე, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელთაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ესენი არიან - კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მიღებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი - NBA, ორჯერ, როგორც კალათბურთელს და ერთხელ - როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ, რომ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ბატონი კახა კალაძე და ბატონი ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთად მიღებული ამ გადაწყვეტილებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

პოლიტიკა 1748938628

უნგრეთი
ვიქტორ ორბანი - ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით - მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს

უნგრეთის პრემიერ - მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო თავდაცვის საბჭო მოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ვიქტორ ორბანის განცხადებით, ბრიუსელს ომის გაგრძელება სურს და მხარს არ უჭერს შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმებს.„ეს შეხვედრა იმიტომ მოვიწვიეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამბები ვრცელდება. სიტუაცია ნათელია, სამწუხაროდ, პრეზიდენტ ტრამპის ამბიციების მიუხედავად, ჩვენ ომიდან კი არ გავდივართ, არამედ კიდევ უფრო შევდივართ. ბრიუსელში ბიუროკრატები მხარს არ უჭერენ აშშ-ის სამშვიდობო გეგმებს. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს“, - განაცხადა ორბანმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში.მისი თქმით, უნგრეთი ომის გაგრძელების წინააღმდეგია და მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას.„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ომის გაგრძელებით და ყველაფერს გააკეთებს, რათა უნგრეთი ომის მომხრე ევროპულ კოალიციაში ჩაერთოს. მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უნგრეთის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციები და უცხოეთიდან დაფინანსებული ცილისწამების კამპანიები გაძლიერდება. თავდაცვის საბჭომ მიიღო ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები. უნგრეთის სუვერენიტეტი და უნგრელი ოჯახების უსაფრთხოება კვლავაც დაცული იქნება“, - აღნიშნა ორბანმა.

მსოფლიო 1748932662

აშშ
აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყებს

შესაძლოა, აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპს ყველა ის საშუალება მივაწოდოთ, რაც მას სჭირდება, რათა რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - განაცხადა ჯონ ტუნიმ.მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს თეთრ სახლთან განიხილავს.„ვფიქრობ, ისინი იმედოვნებენ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, სენატში, ამ საკითხის მიმართ ორივე მხრიდან დიდი ინტერესია და შეიძლება ეს ამ სამუშაო პერიოდში განვიხილოთ“, - განაცხადა „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა.ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

მსოფლიო 1748932633