ლევან მაჭავარიანი: ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის - მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს

პოლიტიკა 1760355085
ოცნება

ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცამ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის - მე ვიდექი 3-ში იქ და ვქლიბავდი სასახლის ღობეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგიკული მდგომარეობაა, როდესაც ძალადობის გამართლებას იმით ცდილობენ, რომ „ღობე ისედაც მორყეული იყო“.

„ეს სასაცილოა. გადაჭრილი ღობე... მე ვიდექი და ვქლიბავდი სასახლის ღობეს. მე ვიყავი 3-ში ქლიბით ხელში და მთელი ღამე მოვანდომე, მერე მეგობრებიც დავიხმარე, მარტო ვერ მოვერიე და გადავქლიბეთ. იმდენად უტოპიურ შეთქმულების თეორიაში ხართ შესული... ეს არის კომიკური. მე არ ვიცი უკვე, რა მდგომარეობაში იმყოფება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როდესაც ასეთ შეთქმულების თეორიაში არიან შესულები. ჩვენ იქ ვნახეთ დამხობის მცდელობა, შევარდნილი ხალხი, რომელიც ძალადობდა. ჩვენ იქ ვნახეთ ძალიან ცუდი კადრები. 15-მდე დაშავებული პოლიციელი და შესაბამისად, იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცამ ღობე გადაქლიბა, სასაცილოც აღარ არის,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, „როგორ შეიძლება 3 ადამიანს 3 წამში გადაენგრია ღობე“, მაჭავარიანი ამბობს: „ჯანზე იყვნენ ეტყობა, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“.

უახლესი
ოცნება
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა იმ ყველაფერმა, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს, მიტინგზე ვხედავდით - დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა

ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა იმ ყველაფერმა, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს, მიტინგზე ვხედავდით - დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს, 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.პაპუაშვილმა სამართალდამცველებს და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.„მინდა ყველას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მთლიანად ქვეყანას მივულოცო. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ციკლი ამით დასრულდა. შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს უკვე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანოები დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული იმ განვითარების გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, წარდგენილი იყო გამარჯვებული გუნდის მიერ.ასევე მინდა გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ჩვენ ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ აღსრულდა კიდეც ის, რაც წინასწარ იყო დაანონსებული, გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ და ა.შ. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა ამ ყველაფერმა, რასაც ჩვენ ვხედავდით მიტინგზე. ეს დამაფიქრებელია ვფიქრობ ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც იქ იმ დღეს წინასწარ განზრახვით შეიკრიბა, იმისთვის რომ ქვეყანა აერია და ამას საზოგადოების ეს წევრები აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდნენ. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1760363146

penitenciuri
პენიტენციური სამსახური: ინფორმაცია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდაზე, არ შეესაბამება რეალობას - პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული

„პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული, - ასე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით.უწყების განმარტებით, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას.„ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა, მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს.ასევე, აღსანიშნავია რომ, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა საერთო ჯამში 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში 480.სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას.“- ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის გიორგი ბურჯანაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით, 2015 წლის შემდეგ, ციხეში ერთად ამდენი პატიმარი არ ყოფილა.„2025 წელს, იანვრიდან აგვისტომდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში!8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100-ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში.“- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

საზოგადოება 1760359308

სასამარ
გელა უძილაური: ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური - მე და ჩემს მეგობარს, 2022 წელს, კიევში, ლევანთან დაპირისპირება გვქონდა, „ბაგაჟნიკში“ ჩაგვყარეს და სადღაც წაგვიყვანეს - შეურაცხყოფილი ვიყავი

[ლევან ჯანგველაძის მკვლელობა] დაგეგმილი არ მქონდა, ეს იყო სპონტანური. როგორ შეიძლება ჯანმრთელმა ადამიანმა მკვლელობა დაგეგმოს შუა ჭავჭავაძეზე? - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა სასამართლო პროცესზე, ჩვენების მიცემისას განაცხადა.უძილაური, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა, სასამართლო სხდომაზე დღეს პირველად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა „პირად წყენას უკავშირდება“.უძილაური ამბობს, რომ 2022 წელს, ლევან ჯანგველაძესთან, კიევში, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა მას და მის უკრაინელ მეგობარს, სერგეი ბინდარენკოს, რის გამოც შეურაცხყოფილი იყო.„2022 წელს ვიყავი უკრაინაში. 2 თვე მომიწია ცხოვრება. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია, ფიზიკური მომზადების ინსტრუქტორად ვმუშაობდი. იქ გავიცანი სერგეი ბინდარენკო, ჩემი ძმაკაცია. სერგეის ჰქონდა თავისი ბიტკოინების ქარხანა. ქარხანა მას წაართვეს მოსკოვში ცნობილმა კრიმინალებმა, ერთ-ერთი ლევან ჯანგველაძე იყო ჩართული…ლევანთან „სკაიპით“ დავკონტაქტდი [სერგეის მეშვეობით]…ემოციის გარეშე ვერ ვისაუბრებ. მე და სერგეი მივედით ლევანთან შეხვედრის ადგილას. მოვიდნენ, 8-10 კაცი იქნებოდა. ძალიან საზიზღრად მოგვექცნენ, გადაგვიარეს. ჩაგვყარეს „ბაგაჟნიკებში“ და წაგვიყვანეს სადღაც. უზომოდ შეურაცხყოფილები და გასაზიზღრებულები დაგვტოვეს. იქიდან წამოვედი საქართველოში…. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, ვინ იყო, რა იყო. ადამიანი რომ ძაღლს ჯოხს დაარტყამს, ძაღლსაც აქვს აგრესია და მე ადამიანი ვარ და ჩემი ღირსება მაქვს და ვიღაც რომ ბევრი ფული აქვს და ა.შ. ასე არ არის, რა. შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდა საქართველოში, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მისით სულ ვინტერესდებოდი, მინდოდა დალაპარაკება. მინდოდა მეთქვა, როგორც შენ მოგვექეცი, მაგის საჭიროება არ იყო-მეთქი... პირდაპირ გეტყვით, რომ ლევანთან პირდაპირი კონფლიქტი არ მაწყობდა…13 მარტს სერგეი მოვიკითხე, რომელმაც მითხრა, ლევანის ახლო მეგობარი დაიღუპა საქართველოშიო. ვუთხარი მისამართი და გარდაცვლილის სახელი და გვარი გამიგე-მეთქი. მითხრა, გურამ გოგია, რომელიც ჭავჭავაძის დასაწყისში ცხოვრობსო.ვიყავი ჭავჭავაძეზე და ვნახე მისამართი, სამძიმარი სადაც იყო. მერე წავედი სახლში. შაბათს იყო დასაფლავება… პარასკევს საღამოს სახლიდან რომ გამოვედი, თხელი კლასიკური ჩასაცმელი მეცვა. ხელში მეჭირა „ცელოფანი“. იარაღი, რომელიც მქონდა, გარდაცვლილი მეგობრის, ვალერი თანიშვილის ნაჩუქარი იყო….მოკლედ, ჩემი დღის რეჟიმი იყო ასეთი, ლევანის ან ვნახავდი ან არ ვნახავდი. პარასკევს მინდოდა ლევანის ნახვა, ცოტა რთული მოსაყოლია…[ჭავჭავაძის გამზირზე] ლევანმა რომ გამიარა, ძალიან დამაკვირდა, ადამიანი რომ სადღაც გინახავს და ვერ იცნობ, ამდაგვარი სახე ჰქონდა. ვაპირებდი, რომ გამოვლაპარაკებოდი და მეთქვა, მაშინ შენ რაც გაგვიკეთე, ამის საჭიროებას არ წარმოადგენდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი ბატონო მოსამართლე. არ მინდოდა პირდაპირ კონფლიქტში შევსულიყავი ლევანთან. ვიფიქრე, პანაშვიდზე ხომ ავა და რომ ჩამოვა… მოკლედ, ლევანი ჩამოვიდა, მარტო იყო, ასე დავინახე. რომ ჩამოვიდა, სკამზე ვიჯექი და ფეხზე დავდექი. ცივილურად მინდოდა დავლაპარაკებოდი. თან თითქოს ჩაილაპარაკა, აი, სადღაც რომ ადამიანი გყავს ნანახი, ეგრე. ვიფიქრე დაველაპარაკები-მეთქი. რომ გამოიარა - შემომხედა, მაგრამ არ გაჩერდა. ჩქარა მიდიოდა, მეც ჩქარა მივდიოდი… ერთი შემოტრიალება შემოტრიალდა, რომ შემომხედა - დავინახე, დაძახებას ვაპირებდი და როგორც კი „რესკად“ შემოტრიალდა, შემომხედა და მეც შევხედე.ერთი წამი ვიფიქრე, იარაღს აიღებს-მეთქი ზუსტად იმ თვალებით მიყურებდა, „სკაიპში“ რომ მითხრა: „შენ მოგაქცევენ ყურადღებასო“. შემოტრიალდა და თავი ვერ გავაკონტროლე. მინდოდა დამეჭრა. ნერვები აღარ მყოფნიდა, არ ვიცი. რომ ამოვიღე და გავისროლე, პირველ გასროლაზე ვამბობ, ლევანს არ მოხვედრია… წაიქცა და ვუთხარი, არ ამოიღო იარაღი და არ გაინძრე-მეთქი… სანამ ამოიღებდა იარაღს, ვესროლე და წაიქცა… რამდენიმე გასროლა ჰაერში გავისროლე, არადა [ერთ პირს ფეხში მოხვედრია]…მერე წავედი ყინწვისის მონასტერში. მართლა ასეთი განცდა მქონდა, რომ ლევანი დაჭრილი მეგონა და გავიფიქრე, ნეტა გადარჩეს-მეთქი. ტანსაცმელი გამოვიცვალე. მერე მეორედ მინდოდა მონასტერში წასვლა და შემდეგ პოლიციას ჩავბარებოდი. სანამ მეორედ მონასტერში წავიდოდი, შევედი სასტუმროში, მაინტერესებდა ლევანის მდგომარეობა. ეს ხდება კვირას და მე ორშაბათს ვაპირებდი პოლიციაში ჩაბარებას. სასტუმროში რომ მივედი, არეული ვიყავი“, - განაცხადა ჯანგველაძემ.მისი თქმით, დუმილის უფლება ამ დრომდე გამოიყენა იმის გამო, რომ სათქმელი „სასამართლო პროცესების ბოლოსკენ“ ეთქვა. ამასთან, უძილაურის თქმით, ძმებ მიქაძეებთან ნაცნობობა არ აქვს და არც შეხება ჰქონია.ამასთან, ჯანგველაძის თქმით, მკვლელობის დღეს "უკრაინული წარმოშობის ქალს, სვეტას უნდა შეხვედროდა უნივერსიტეტის ქუჩაზე", თუმცა, საბოლოო ჯამში, უკრაინელი ქალის ნახვა ვერ შეძლო.“გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე, ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. საბოლოოდ, ვერც სვეტას შევხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე, იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძე-თქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი, ბატონო მოსამართლე. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე, ტაქსითაც და მივედი, სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა", - განაცხადა უძილაურმა.აღნიშნული ჩვენებით უძილაურმა დაცვის მხარის კითხვებს უპასუხა.უძილაური დღეს პროცესზე მოწმის სახით იკითხება. ამ წუთებში ის ბრალდების მხარის კითხვებს პასუხობს.ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.

სამართალი 1760358406

turizmi
საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია

საქართველოში 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს 4.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 6.1 მილიონი შეადგინა.„6,109,755 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +5.4%,4,307,094 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +7.9%.რაც შეეხება 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულმა მაქსიმუმი 2 მილიონი ვიზიტი შეადგინა.2,956,014 საერთაშორისო მოგზაური - 2024 წელთან შედარებით ზრდა +6.6%,2,036,731 საერთაშორისო ტურისტი - 2024 წელთან შედარებით ზრდა +9%“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკა 1760354463

მათიკაშვილი ახლო კადრი
დავით მათიკაშვილი: „შულავერის კომიტეტის“ გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და მასში აქტიურად მონაწილეობს

როგორც ჩანს, „შულავერის კომიტეტის“ გასვლითი სხდომა ეწყობა სტრასბურგში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით.მისივე თქმით, „სამწუხაროდ, ამ ყველაფერს როგორც ჩანს აფინანსებს ევროკავშირი და მასში აქტიურად მონაწილეობს“.„მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის ყველას სათანადოდ პასუხი აუცილებლად გაეცემა, არ ისვენებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ხალხზე, სახელმწიფოზე მოახდინონ ძალადობა, ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, დააბრუნონ აგენტურა“, - აღნიშნა მან.ცნობისთვის, აფინანსებს თუ არა ევროკავშირი სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებს, „ქრონიკამ“ ევროკავშირის საელჩოს კითხვით მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება. 20-23 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება შეხვედრები, სპიკერები კი არიან, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ახობაძე, ნინო დოლიძე, შოთა დიღმელაშვილი და ანა ფოტიგა. დაგეგმილი დისკუსია უკვე შეფასდა სიძულვილისა და რადიკალიზაციის ღონისძიებად.

პოლიტიკა 1760354333

ცოფი
სურსათის ეროვნული სააგენტო: წალკის მუნიციპალიტეტში ძაღლის ცოფით სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა აღინიშნა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს. სეს-ის განმარტებით, ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.„სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები - ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს.მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.ამავდროულად, აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხორციელდება უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. აღსანიშნავია, რომ ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოფის გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.დღეის მდგომარეობით, კასტრაცია/სტერილიზაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3761-ზე მეტ უპატრონო/მიკედლებულ ძაღლს ჩაუტარდა. საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გრძელდება.სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, ასევე, მხარი დაუჭირონ პროგრამას, რომელიც უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლს ისახავს მიზნად, რათა თავიდან ავიცილოთ ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება 1760354077