ლევან გოგიჩაიშვილი - სოზარ სუბარი აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო, მისი მოსამსახურე იყო და დღეს იჭერს - უბრალოდ მინდა ვუთხრა: არ გრცხვენია? რას აკეთებ?

პოლიტიკა 1747372269
გახარია

აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო - უბრალოდ მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ხალხის ძალის“ დეპუტატს, სოზარ სუბარს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

მან ისაუბრა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი „აქამდე რომ არის დასული, ყველაფერზე მოაწერინებენ ხელს“.

„ყველაზე ამაზრზენი კომისიის წევრი არის ეს ადამიანი[სუბარი], რომელიც ოქრუაშვილს აპატიმრებინებს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო. ყველამ იცოდა, რომ სოზარ სუბარი იყო პირდაპირი მნიშვნელობით ოქრუაშვილის ხელის კაცი, ხელის ბიჭი. უბრალოდ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?

ცხოველი გაცილებით უფრო პატიოსანია, ვიდრე ეს ადამიანი. ხელის კაცი იყო ყველაფერში, მოსამსახურე იყო ოქრუაშვილის და დღეს იჭერს ირაკლი ოქრუაშვილს. შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე გადაცემაში ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პროცესი მისასალმებელია, რადგან „ქართული ოცნება“ „შიგნიდან აფეთქდება“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცით შიდა მიმდინარე პროცესი. მე მივესალმები იმას, რომ ეს პროცესი მიდის „ქართულ ოცნებაში“ და კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი აკეთებს ძალაუფლების კონცენტრაციას. იმიტომ მივესალმები, რომ ეს ადამიანები შიგნიდან აფეთქდებიან. თქვენ არ იცით, ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება როგორია. ისინი იმ ადამიანებთან შედიან კონფლიქტში, ეს შეურიგებელი პროცესი იქნება. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შიგნით მარტივად დალაგდება, მაგრამ ეს ასე არ არის. რაც მეტს შეავიწროებს კობახიძე და მდინარაძე „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურას საკუთარი ინტერესებით, ეს ჩემთვის მისასალმებელია. გარე წინააღმდეგობა იწვევს ამ პროცესს. გარედან წნეხი მათ აიძულებს, ჰქონდეთ რეაქცია და ესაა მათი რეაქცია და ეს ძალიან კარგია. შიგნით ამის გამო დიდი პრობლემებია. აწყობილი ინფრასტრუქტურა ინგრევა და ახალი ან შეიქმნება, ან არ შეიქმნება, ან მოესწრება, ან არ მოესწრება. კობახიძე ანგრევს და უნდა, რომ თავისი ააშენოს, ამ პროცესში „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, სუსტდება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უახლესი
კობ
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული, ირაკლი კობახიძე მივიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული.კობახიძესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.ამ დროისთვის, მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.კადრებს "ტვ პირველი" ავრცელებს.შეგახსენებთ, 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.გამოძიების თანახმად, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

პოლიტიკა 1751998045

ლევან რატიანი
ლევან რატიანი - თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით - კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს

ნევროლოგიური სტატუსის მხრივ [თორნიკე რიჟვაძე] კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.ლევან რატიანის თქმით, პაციენტის ზოაგდი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრამვულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ - კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საზოგადოება 1751992680

სომხეთი
ნიკოლ ფაშინიანი - იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს - ამას მე ვუხელმძღვანელებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ეკლესია „ანტიქრისტიანულმა, ანტიეროვნულმა და ანტისახელმწიფოებრივმა“ დაჯგუფებამ მიიტაცა.მისი თქმით, აპირებს, პირადად უხელმძღვანელოს სომხური სამოციქულო ეკლესიის გათავისუფლებას.„ამ პერიოდში არსებული ყველა დავის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ს საერო სახელი) ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფახიანს და ზოგიერთ სხვას იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან კონტაქტი არ გააჩნიათ. იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ“, - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

მსოფლიო 1751958518

შსს
შსს - თბილისში, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს - ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილურით გადაიღეს - დაკავებულია 9 პირი

თბილისში, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე 9 პირი დააკავეს.მათივე ცნობით, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 9 პირი დააკავეს.წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ლ.ა., 2006 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული დ.ბ., 2008 წელს დაბადებული დ. მ., 2008 წელს დაბადებული გ. ჯ., 2008 წელს დაბადებული ს.შ., 2010 წელს დაბადებული მ. ხ., 2010 წელს დაბადებული ზ.ო., და 2011 წელს დაბადებული ა.რ.დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ.ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალი 1751958449

სამ
ყვარელში ორი პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაჭრეს - სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.რ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათი ცნობით, ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, ფაქტის შემსწრე კახეთის პოლიციის თანამშრომელიც დაჭრა.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, 1984 წელს დაბადებულ რ.მ. - ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მომხდარ დაპირისპირებას შეესწრო და ვითარების განმუხტვა სცადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომელმა 1983 წელს დაბადებულმა ე.მ.-მ, რომელიც ბრალდებულმა, ასევე, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალი 1751958376

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი
ლალი ტურძელაძე - თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, არ გაუარესებულა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ტურძელაძემ.ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

პოლიტიკა 1751958325