კახა კალაძე პიტერ ფიშერზე: ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნების საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს - ის ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა

პოლიტიკა 1757507808
მერი

ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ელჩი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა. „კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.

უახლესი
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარ
ლევან მახაშვილი: ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ, რათა მანიპულაციები დაგვესრულებინა, შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ

ეუთო/ოდირ-ი მოვიწვიეთ, რათა მანიპულაციები დაგვესრულებინა. შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ, მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული პოზიცია და პრიორიტეტი არ გვქონდა. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ეუთო/ოდირის დასწრება და დაკვირვება იმდენად, რამდენადაც მის შედეგს პატივს სცემდნენ. არათუ პატივს არ სცემდნენ, არამედ პირველივე შესაძლებლობისას მისი შედეგები ნაგავში მოისროლა ყველამ, ვისაც პატივი უნდა ეცა. იმისათვის, რომ მოწვევა-არმოწვევასთან დაკავშირებით მანიპულაციები დაგვესრულებინა, მოვიწვიეთ და ის პასუხი მივიღეთ, რაც მივიღეთ. არც გაგვკვირვებია, არც გაგვხარებია და არც გვწყენია. მათ პოზიციას და გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. არ არსებობს განსაზღვრული თარიღი, მოწვევა როდის უნდა გააგზავნო და როდის – არა. ეს ორმხრივი შეთანხმების საგანია იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხარ. განსაკუთრებული წესი არ არსებობს. დროზე მითითება ჩვეულებრივი მანიპულაციაა. თუ მიიჩნევენ, რომ მათთვის ეს იყო უმთავრესი, კი ბატონო, მაგრამ თუ სურვილია, ესწრებოდნენ რომელიმე არჩევნებს, მაშინ არ არსებობს რაიმე ვადა, შეუძლიათ, ერთი კვირით ადრეც ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ. ეს მიზეზი ჩვენთვის არ არის და ვერ იქნება ნამდვილი იმის გათვალისწინებით, რომ მზად ვიყავით, მაქსიმალურად გვერდით დავდგომოდით, თუ რაიმე დახმარება დასჭირდებოდათ. თვითონ არჩევნების დღე და არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პერიოდი თუ აინტერესებდათ, ამისთვის მზად ვიყავით. დღესაც მზად ვართ, თუ პოზიციას შეიცვლიან, სიამოვნებით დავუდგებით გვერდით“, – განაცხადა მახაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.

პოლიტიკა 1757510397

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ

მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.„მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩი ამ პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ის რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, "ქართული ოცნების" თბილისის საარჩევნო შტაბს, ფაშისტური ყიჟინით, თავს ესხმოდნენ. მას ეს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ დაუგმია და არც ამ ექსტრემისტული ჯგუფის მხარდაჭერა გაუხმია უკან.ამიტომ, ელჩის მხრიდან, საპირისპიროს მტკიცება არასწორია, არ არის სიმართლე.აკრედიტებული დიპლომატის მიერ, მასპინძელ ქვეყანაში, ექსტრემისტული ჯგუფების მხარდაჭერა ვენის კონვენციის 41-ე მუხლის უხეში დარღვევაა“, - წერს იგი.

პოლიტიკა 1757508350

ოპოზიცია
ზურაბ ჯაფარიძე: 13 სექტემბერს უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი, 4-შიც უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი

13 სექტემბერს უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი-თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.მისივე თქმით, “უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” მისთვის არასერიოზული არგუმენტია.„რა თქმა უნდა, 13-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.თუ 13-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმმა უკან დაიხია ან საერთოდ ჩამოიშალა, ეს მხოლოდ გაგვიხარდება ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც 4 ოქტომბერს აორგანიზებს.თუ ასე არ მოხდა (და ბევრჯერ არ მოხდა უკვე ასე), რა თქმა უნდა, 4-ში უნდა გავიდეთ გარეთ და ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი.თუ 4-ში ვიქნებით იმდენი, რომ რეჟიმი ჩამოიშალა, ესეც მხოლოდ გაგვიხარდება ყველას.სიმართლე ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით - ზუსტად როდის „გაასხამს“ ეს რეჟიმი.ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეს მოხდება ქუჩიდან ზეწოლით და ამას სჭირდება ქუჩაში ბევრი ხალხი.“უკვე ბევრჯერ გამოვედი და არაფერი შეიცვალა” - ჩემთვის არის არასერიოზული არგუმენტი.1988 წელს, ბავშვები გაგვიყვანეს პირველად მე და ჩემი ძმა რუსთაველზე მამაჩემმა და ბიძაჩემმა და იმის მერე, სულ დავდივართ.თუ არ მოიგე, რა მნიშვნელობა აქვს რამდენჯერ გახვედი ქუჩაში?მე მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, რაც ადრეც დავწერე.ნუ მოვუკლავთ ერთმანეთს ენთუზიაზმს.პირიქით, ყველა ყველას დავეხმაროთ ისე, როგორც შეგვიძლია, ისე, როგორც ჩვენთვის მისაღებია.ამიტომ, ყველანი გარეთ 13-ში და ყველანი გარეთ 4-ში. ყველანი გარეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის.ესენი არიან ქართული სირცხვილი და უნდა ჩამოვიბანოთ, რაც შეიძლება მალე.ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დღეს ამისთვის იბრძვის და არა რუსების მიერ გადმოგდებული საკრებულოს რამდენიმე სკამისთვის“, - ნათქვამია ზურაბ ჯაფარიძის წერილში, რომელიც 2 სექტემბრით თარიღდება.

პოლიტიკა 1757507127

prokuratura
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის საჩივარი და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და კომერციულ მოსყიდვასა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურის საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სამართალი 1757506996

ოცნება
ნინო წილოსანი: შეიძლებოდა თუ არა ეუთო/ოდირის ადრე მოწვევა? - არა, რადგან არჩევნებში მონაწილეობა არც ერთ პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული

შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეუთო/ოდირის განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, იმ აგრესიის და თავდასხმების ფონზე, რომელიც ეუთო\ოდორმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარეს, მათი მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას მოერიდებოდნენ.„გავიხსენოთ, მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას როგორი ტალღა იყო აგორებული, მათ შორის მოღალატე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რომ არ ჩამოსულიყო. ეუთო\ოდირის მიმართ იყო თავდასხმები, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ ქვეყნის გარედანაც იგზავნებოდა და არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებდა დაუმსახურებელ და დამაკნინებელ განცხადებებს - ამის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თავს შეიკავებდნენ ამ ყველაფრისგან. რაც შეეხება ვადას, რომელიც მათ წერილშია მოცემული, ეს არის ფორმალური პასუხი, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ ადგილობრივი „ორკების“ და აქ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის შეეშინდათ, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ უხეში ჩარევის, რომელსაც აორგანიზებენ ეს ფაშისტური ჯგუფები. რა თქმა უნდა, ეუთო\ოდირს ამაზე თავის ანგარიშში აუცილებლად ექნებოდა მინიშნება იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მათიც უნდა გავიგოთ, რომ თავი აარიდეს მისიაში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები არ არის იმ მასშტაბის და დატვირთვის, რომელშიც ეუთო/ოდირი ერთვება ხოლმე. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ და ამავდროულად ვთქვით, რომ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად მოვიწვევდით მათ. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? - რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში - ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, აბულინგებდნენ ერთმანეთს. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად, აზრსაც კარგავდა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ ველზე, ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევა. პრემიერმა მყისიერად გააკეთა განცხადება, თუმცა მანაც გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეუთო/ოდირმა თავი შეიკავოს იმ მიზეზების გამო, რაც ამ არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. 

პოლიტიკა 1757506147

ოცნება
ლევან მაჭავარიანი: დიდი მადლობა ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებიც საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ და თავის შეკავება მოახერხეს, რთულია შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენები შეაფასა.მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებამდე არეულობის მოწყობა სურს.„მათ სურთ, არეულობა მოხდეს არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს. ბევრი მხარდამჭერი მოდის ჩვენთან შტაბში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გუშინ შტაბში იმყოფებოდნენ, იმ ვაჟკაც, ნამდვილ ქართველ ბიჭებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, ხელები ექავებოდათ, ისე უნდოდათ გარეთ გასვლა და პასუხის გაცემა, მაგრამ მათ მოახერხეს თავის შეკავება. ეს იყო ნამდვილად ქართული, ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქართველებისთვის ძალიან რთულია ამ შეურაცხყოფის მოთმენა, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. ნებისმიერ პროვოკაციაზე წამოგება მათსავე წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს, სხვანაირად განწირული არიან არჩევნებში. ესენი არიან, ჩვეულებრივად, ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები საქართველოში, რომლებსაც არც კულტურა აქვთ, არც მორალი და აბსოლუტურად არანაირი ღირებულებები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პოლიტიკა 1757499086