1749282925 • სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ის სავიზო სანქციაზე - ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება

ვიზაც პასპორტში მაქვს და არც შეტყობინება მიმიღია, არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა - თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება , - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. ლილაშვილმა უპაუსხა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანქცირებულ პირთა შორის თავადაც არის, ლილუაშვილი პასუხობს, რომ სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიუღია.
მისივე თქმით, თუკი აშშ-ში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცემა, "ძალიან ცუდი ტონი იქნება".
"რა გავაკეთო. უახლოეს ხანებში თავისუფლად რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ფაქტი?
წინასწარ რა დაგიდასტუროთ? - არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია შემიშვებენ თუ არა. თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. თანამშრომლობა კი არ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სხვა ეტაპზე გადავა", - განაცხადა ლილუაშვილმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.„თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ.„მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“, - აღნიშნა ტრამპმა.
მსოფლიო • 1749282964

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოიქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ.,1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი.„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “მეთადონი“, „მეფედრონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“.ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.“, - აღინიშნება ინფორმაციაში.
სამართალი • 1749282925

როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს შედეგზე, რომელსაც რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, „რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ“."არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს, იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება, ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა წინააღმდეგობას. დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში ხალხში, მერე პოლიტიკაშიც. ვიმეორებ, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის. დრო არ იცდის. რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პოლიტიკა • 1749282882

ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა. ამის შესახებ ე.წ. “სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის” ყოფილი ხელმძღვანელი, მილიარდერი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.კერძოდ, მასკი ტრამპს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.“ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ.როგორი უმადურობაა”, - წერს მასკი.
მსოფლიო • 1749190800

ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.“ილონი მოთმინებას მაკარგინებდა, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა (რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!), და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - წერს ტრამპი.ასევე, მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის შენახვის მარტივი გზა მასკის კონტრაქტების გაუქმებაა."ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!”, - წერს ტრამპი.ცნობისთვის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.კერძოდ, მასკი ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.
მსოფლიო • 1749190763

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.
საზოგადოება • 1749190717