დონალდ ტრამპი - ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!

მსოფლიო 1749190763
აშშ

ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ილონი მოთმინებას მაკარგინებდა, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა (რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!), და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - წერს ტრამპი.

ასევე, მოგვიანებით მან დაწერა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის შენახვის მარტივი გზა მასკის კონტრაქტების გაუქმებაა.

"ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით და მილიარდობით დოლარის, შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა, ბაიდენმა რომ არ ქნა ეს!”, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.

კერძოდ, მასკი ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.

უახლესი
აშშ
ილონ მასკი - ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა

ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა. ამის შესახებ ე.წ. “სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის” ყოფილი ხელმძღვანელი, მილიარდერი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.კერძოდ, მასკი ტრამპს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.“ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდათ და სენატში რესპუბლიკელები 51-49-ზე იქნებოდნენ.როგორი უმადურობაა”, - წერს მასკი.

მსოფლიო 1749190800

სემ 6 ივნ
პროექტის - „ ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ყვარლისა და თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა. 

საზოგადოება 1749190717

ზარქუა ზოგადი
ირაკლი ზარქუა - გინდათ მათქმევინოთ, რომ ელჩი დანიგანი არ დაემორჩილა ადმინისტრაციას, რადგან ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა და ამის გამო იძულებული გახდა წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ

წავიკითხეთ, რომ ელჩი დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეში მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, მისია, რაც დანიგანს და ზოგადად, ელჩებს აქვთ და რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გაუგებრობის აღმოფხვრას გულისხმობს, მან ვერ შეასრულა.„მინდა პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. ახალ ელჩს დაველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. ამიტომ, გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, - განაცხადა ზარქუამ.რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება დანიგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს იმას, რომ საელჩომ დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი არ გაასაჯაროა, ზარქუას თქმით, ამას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები იყოს. ასე ვართ ჩვენს, ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? - ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ“, - განაცხადა ზარქუამ.ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

პოლიტიკა 1749125099

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები - დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინაა სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი

დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, დასავლეთში კრიტიკას ხვდებიან „გაბუტული პოზით“, არადა თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა“.„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არა. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებას და ფაქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართულია შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.„როგორც ჩანს შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ მოიცავს ორ საკითხს: ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები და ამ პრივილეგიების საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კია გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, როცა მათ კომენტარებს ვუსმენთ. როცა დიპლომატი დაკავებულია ხელისუფლების მიმართ თავდასხმებით, თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როცა დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.ზოგიერთი დიპლომატი საქართველოსი, ელჩი თუ საელჩოს სხვა თანამშრომელი ჩვეულებრივ, რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს. თუ ამ ნაბიჯზე მიდიან, ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც, სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობთ. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში... კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში. ის ელჩები, რომლებიც ქართველ ხალხზე თავდასხმით არიან დაკავებულები, აიტანონ კრიტიკა.ჩემი ფუნქციაა ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომლებსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1749118540

ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე - საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული - ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

რა შუაშია ცენზურა?! საინფორმაციო გამოშვებაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება! თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“, ახალი კანონით, არც ეს ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.კობახიძის თქმით, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ კომისიას მიმართონ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მრავალი წელია მედია სტანდარტები დადგენილია, მაგრამ აქამდე კანონმდებლობაში მისი აღსრულების მექანიზმები არ არსებობდა.„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი - რა შუაშია აქ ცენზურა?!ეს სტანდარტი საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტმა აღსრულების მექანიზმები დაწერა. შესაბამისი ორგანიზაციისადმი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდება.რა შუაშია ცენზურა?! ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - პირიქით! იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა ობიექტურობის სტანდარტი იყო დაცული. კულტურის უზრუნველყოფა ცენზურა არ არის! თქვენთვის ეს შეიძლება ცენზურა იყოს, მაგრამ აქ საუბარია საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე.კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება - მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით კონკრეტული ტერმინები გამოიყენება, მეორე მიმართულებით მეორე მხარესაც კონკრეტული ტერმინები გამოიყენება. თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“ ახალი კანონის მიხედვით, არც ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მიმართვა იმაზე გავაკეთეთ. როცა პარტია მიმართავს, რა თქმა უნდა, მას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ.ეს რა თქმა უნდა, კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცენზურაზე ისაუბრონ, რაც ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის გამოყენებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ, მათაც შესაბამისი კომისიას უნდა მიმართონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, მივა თუ „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიებში, კობახიძემ განაცხადა, რომ მათი საქმეა, სად მივლენ და სად - არა.„როცა სტუმრობაზეა საუბარი, თუ მოწვევა იქნება, ამ შემთხვევაში ტელევიზია თავისი მხრიდან ბალანსს არ დაარღვევს. აქ საქმე მარტივადაა“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ."ქართულმა ოცნებამ“ “ტვ პირველს“, “ფორმულას“ და ასევე “მთავარის“ ინტერნეტ პორტალს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. “ქართული ოცნება“ აღნიშნულ მედია საშუალებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიების ინფორმაციით, სახელისუფლო პარტია მათ ტერმინების: - "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო უჩივის.

პოლიტიკა 1749118513

მთავარი
ნიკა გვარამია - მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით!

მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, არ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რისთვის იბრძვიან.„მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! კიდევ აქეთ რომ გვაწვებით იმათ, ვინც ერთადერთ სწორ, მაგრამ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ამის გამო ვრჩებით ფინანსების გარეშე და ლიდერებით ციხეში. არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან. არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით: რეჟიმი უნდა დაემხოს!“ - წერს გვარამია.

პოლიტიკა 1749118467