1751267519 • მსოფლიო
გედევან ფოფხაძე - ქვეყანა უბედურებისკენ მიდის, ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ

ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით - თუ [შიმშილობის] აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ, „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც ის შიმშილობს.
როგორც ფოფხაძე აღნიშნავს, იმის ილუზია არ აქვთ, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა.
„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად“,- აღნიშნავს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამ ფორმით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სოლიდარობას უცხადებენ. ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება. საქმე "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ეხება.უცნობია, დღევანდელ პროცესს დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული ნიკა გვარამია. ასევე უცნობია, მისცემს თუ არა ჩვენებას და ისარგებლებს თუ არა საბოლოო სიტყვის უფლებით.წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, მოსამართლემ მხარეები გააფრთხილა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისთვის მზად იყვნენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. შესაბამისად, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
პოლიტიკა • 1751267671

თბილისში მკვლელობა მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით - 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სამართალი • 1751267634

ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია, რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯურაჯ ბლანარის განცხადებას, რომლის თქმითაც შესაძლოა, რუსეთს უნდა აპატიონ ყველაფერი, რაც მოხდა.„ჯურაჯ, რუსეთის დაუსჯელობის განცდა მისი დანაშაულების ძირითადი მიზეზია. გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე შეჩერდება, თუ მას, დანაშაულის გამო, დასჯის ნაცვლად აპატიებენ. რუსეთი მეორე ლოყაშიც გაგარტყამს და მათ, ვისაც ამ ომში არავინ დაუკარგავთ, არ აქვთ უფლება, ასეთი განცხადებები გააკეთონ“, - წერს სიბიგა.ცნობისთვის, სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება და რომ ასეთი კონფლიქტების აცილება „დიპლომატიური საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის დაცვით“ უნდა მოხდეს. „დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას და ვეძებოთ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციის გზები“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ დასავლეთმა უნდა იპოვოს გზა რუსეთთან თანამშრომლობისთვის „და შესაძლოა, აპატიოს კიდეც ყველაფერი, რაც მოხდა“.
მსოფლიო • 1751267519

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია, გერმანიის იუსტიციის მინისტრს, შტეფანი ჰუბიგს შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.„შეხვედრის მთავარი თემა იყო თუ როგორ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები დროულად და როგორ უნდა მივაღწიოთ ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციური ლიდერების მიზანმიმართული პოლიტიკური დევნის შეწყვეტას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიტიკა • 1751267486

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.ბრძოლის შემდეგ თოფურიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ემოციების გადმოცემა ადვილი არ არის. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.„ყველა წონის საერთო რეიტინგი არ მაინტერესებს – სადაც უნდა, იქ ჩამწერონ.მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია – ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება, ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო – ის მართლა კარგი ადამიანია.რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს – ოლივეირა.უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას“, – განაცხადა თოფურიამ.
სპორტი • 1751188937

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს.გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 140 000 მომიტინგე შეიკრიბა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სერბეთის პრეზიდენტისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად დრო 28 ივნისის 21:00 საათამდე მისცეს.შეგახსენებთ, სტუდენტების, ოპოზიციის, მასწავლებლების, მუშებისა და ფერმერების საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1-ელ ნოემბერს "ნოვი სადის" რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციას უკავშირებენ.
მსოფლიო • 1751188834