ბადრი ჯაფარიძე - საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა, სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა

პოლიტიკა 1747975737
ლელო

არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია - ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, სასამართლოს სხდომაზე ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.

„საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა - არსებულ სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, კაცი, რომელიც არის ამ ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი, რომელსაც ერთადერთი რამ სურს, თავისუფალი, ევროპული და სამართლიანი საქართველო. ის არ ეგუება უსამართლობას და არ აღიარებს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე შექმნილ საგამოძიებო კომისიას და მის მიერ გაცემულ უკანონო განკარგულებებს.

შესაბამისად, მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ასახავს მის პრინციპულ დამოკიდებულებას ამ უსამართლობის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა სასამართლოს მოსამართლე შვანგირაძის მიერ ზურა ჯაფარიძის ყველა უფლება.

ეს ყველაფერი არის დროებითი!

ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადამიანი და პოლიტიკოსია ზურა ჯაფარიძე!

თავისუფლება ზურას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

უახლესი
საფ
ემანუელ მაკრონი - ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“.„აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მსოფლიო 1750525825

რომეო მიქაუტაძე
რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი.ბრალდებულმა კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობასაც ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:2023 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ოჯახმა, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად, საქართველოს ბანკიდან გადარიცხა 599 955 ევრო. აღნიშნული თანხა გადაირიცხა ბრალდებულის მეუღლის საბანკო ანგარიშიდან, რაც მას 2023 წლის 26 ივნისს აქვს შეტანილი ნაღდი ფულის სახით მის ანგარიშზე.ვინაიდან აღნიშნული 600 000 ევროს (1 713 600 ლარის) ლეგალური გზით წარმომავლობა ბრალდებულს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის გაურკვეველი წარმოშობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულსა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების შეთანხმების შედეგად, დამზადდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში 600 000 ევრო უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ზემოაღნიშნული კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ ხსენებული მეთოდებით ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია.სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალი 1750525787

რომეო მიქაუტაძის ადვოკატი
რომეო მიქაუტაძის ადვოკატი - თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან, ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია - მზად არის, დაასაბუთოს თავისი ქონება ბოლო თეთრამდე

ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენებასა და უკანონო შემსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს.როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მას „ყველა თეთრის დასაბუთება შეუძლია“.„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია. იმისათვის, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება სახეზე გვქონდეს, მისი ქონება, რომლის ლეგალიზებასაც ედავებიან, უკანონოდ უნდა იყოს მოპოვებული. ის მზად არის დაადასტუროს და დაასაბუთოს მისი ქონება ბოლო თეთრამდე, ის ამის მზაობას მანამდეც გამოხატავდა, თუმცა, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანო მისი ჩვენებით არ დაინტერესდა, ის ისე დააკავეს, არც კი გამოუკითხავთ, რომ მას საშუალება მისცემოდა, მისი პოზიცია აეხსნა იმ ბრალდებებთან, ეჭვებთან დაკავშირებით, რაც საგამოძიებო ორგანოს გააჩნდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი შიშობდნენ, რომ მისი ჩვენებით და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ ეს აბსურდული ბრალდება ჩამოეშლებოდათ, რაც მას დღეს წარედგინა.ჩინოვნიკობამდე რომეო მიქაუტაძე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა და საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა, ის შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, ჩვენ სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ბრალდება, რომელიც მას წარედგინა, აბსურდული და უკანონოა“, - აცხადებს ნემსიწვერიძე.კითხვაზე, თუკი, მის მიერ მოპოვებული ქონებები კანონიერი იყო, სხვაზე რატომ აფორმებდა მათ, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეს ქმედება დანაშაული არ არის.„ოჯახის ქონება მათ შორის, არის მისი თანასაკუთრება, თუმცა, საჯარო მოხელემ არ შეიძლება ეს ქონება მის სახელზე დაირეგსიტრიროს, აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის სხვა წევრზე იყო გაფორმებული, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქონების წარმომავლობა, რომ ეს ქონება კანონიერი საქმიანობის შედეგად არის მოპოვებული, როგორ დაასაბუთებს, ამას სასამართლოზე მოისმენთ“, - აცხადებს ადვოკატი.კითხვაზე, დაარღვევს თუ არა ბრალდებული დუმილს სასამართლოში, ნემსიწვერიძე პასუხობს, რომ „მიქაუტაძე არ დუმს და მისთვის, არც არავის უკითხავს რამე“.ასევე, იმ ფაქტთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ თუ არა თანამდებობის პერიოდში მისი ხელმძღვანელები, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ჯერ არ იცის.„სულ 5 წუთის წინ გადმომეცა დოკუმენტაცია, არ ვიცი ვინ არის გამოკითხული და ვინ - არა, როცა საქმის მასალებს გავეცნობი, შემდეგ შევძლებ დეტალურად ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ.ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. უწყების ცნობით, მიქაუტაძე თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.უწყების ცნობითვე, მიქაუტაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.სუს-ის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად მიქაუტაძის ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობებზე მისი განწესების შემდეგ მილიონობით ლარით გაიზარდა.უწყების ცნობით, გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამასთანავე, მან, მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების მქონე 2 ერთეული ავტომობილი მისი და თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.სუს-ის განმარტებით, გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც მიქაუტაძის მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.რომეო მიქაუტაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“.ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.

პოლიტიკა 1750525747

ცნ
კახა კახიშვილი - როცა პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ქვეყნისთვისაა ცუდი - რაც არ უნდა კეთილშობილური იდეები გაწუხებდეს, როცა არ გყავს გამომფხიზლებელი, საფრთხეა, რაღაც არასწორად გააკეთო

ვფიქრობ იმიტომ დადგა ბატონი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების საკითხი, რომ ახლა კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდზე იყოს გამოკითხული - [პირველად დაბარებისას] დიდად არ შეხებიან ამ თემას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.კახა კახიშვილის თქმით, გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ მსჯელობა ოფიციალურად მთავრობის სხდომის ფორმატში არ ჰქონია, მაგრამ „სხვა სამუშაო შეხვედრაზე ჰქონდა თუ არა, ვისთან ჰქონდა, რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა, ვინ დაეთანხმა, ვინ არ დაითანხმა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს ფიგურანტები ჩვენებების საფუძველზე“.„მე ხელმეორედ როცა დამიბარეს, ჩემთვის ეს იყო სიურპრიზი. შეიძლება ვინმემ არ დამიჯეროს, მაგრამ გეფიცებით, არ ვიცოდი, არ მითხრეს. ტელეფონს ვუპასუხე და მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან. მერე გადავახვიე, მაინტერესებდა რა ისაუბრა[გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე]. რადგან უკვე მე ვიყავი დაბარებული და ჩემს თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, გადავახვიე და ვუყურე თავიდან ბოლომდე. მინდა გითხრათ, რომ იქ დიდად არ შეხებიან ამ თემას, რამდენიმე ფრაზით იყო და ალბათ, ახლა ამიტომაც დაიბარეს. ჩორჩანასთან დაკავშირებით კომისიის რამდენიმე წევრმა დაუსვა კითხვა, მერე კითხეს იცოდა თუ არა, პრემიერ-მინისტრმა და უპასუხა, რომ იცოდა. მერე თქვა, ამას ახლა რატომ აკეთებთ, რომ დამაპატიმროთო? და უთხრეს, რომ არავის მისი დაპატიმრება არ უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამიტომაც დადგა ბატონი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაბარების საკითხი, რომ ახლა კონკრეტულად ჩორჩანას ეპიზოდზე იყოს გამოკითხული. თუმცა აქეთ მეორე გამოძიებაცაა და საინტერესოა პროკურატურა როდის დაიწყებს გამოკითხვას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.კახა კახიშვილმა გადაცემაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასა და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა.მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღწეული.ამასთან, როგორც კახიშვილი აცხადებს, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა, რადგან „დღეს ოპოზიცია რომ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა ქვეყანაში“.„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, დაძაბულობით ჩვენ ვერაფერს ვერ მივაღწევთ, გამორიცხულია. კანონის აღსრულებაც მესმის, დაუმორჩილებლობა არ მესმის. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, უნდა განვვითარდეთ და ჩემი აზრით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც კომპრომისული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღწეული, მით უმეტეს არჩევნების მოლოდინში. მეორე საკითხია ის, რომ არჩევნებთან მიმართებაშიც ოპოზიციას არ აქვს ერთიანი მოდელი. შე დალოცვილო, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდი, მაშინ პარლამენტში რატომ არ შეხვედი. თუ შენ იძახი, რომ ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და პარლამენტში მაგიტომ არ შეხვედი, მაშინ არჩევნებში რაღატომ იღებ მონაწილეობას, რომელსაც შენი გაგებით არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებს. თუ შენ იძახი - მოდი, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ ეს სწორი პროცესია, რაღატომ თქვი უარი მანდატებზე? ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი. მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიცია რომ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გავიდა და ხმები მიიღო, გაცილებით სხვა სურათი იქნებოდა ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.კახა კახიშვილის შეფასებით, პარლამენტში ოპოზიციის არ ყოფნა ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან „რაც არ უნდა კეთილშობილური იდეები გაწუხებდეს, როდესაც შენ არ გყავს გამომფხიზლებელი, ყოველთვის არის საფრთხე, რომ შენ რაღაც გადაამლაშო“. „დამიჯერეთ, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ორივესთვის და ყველაზე მთავარი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარება არ გაგრძელდეს დიდხანს. დღეს შეიძლება ვიღაც კომფორტულად გრძნობს თავს რაღაც კანონების განხილვით, როცა ოპოზიცია არ არის, მეც კარგად ვიგრძნობდი თავს პირველ ეტაპზე, მაგრამ ეს ქვეყნისთვისაა ცუდი. რაც არ უნდა კეთილშობილური იდეები გაწუხებდეს, როდესაც შენ არ გყავს გამომფხიზლებელი, ყოველთვის არის საფრთხე, რომ შენ რაღაც გადაამლაშო და რაღაც არასწორად გააკეთო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პოლიტიკა 1750487097

უკრ
ანდრეი სიბიგა - რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ პუტინის შეშლილი განცხადება გამორჩეულია - რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ, სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია, გონზე მოიყვანეთ მოსკოვი

რუსი ჯარისკაცის ფეხის შესახებ პუტინის დღევანდელი შეშლილი განცხადება გამორჩეულია, მას არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ის საკუთარ გვერდზე წერს.„პუტინის ცინიკური განცხადებები აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევის სრულ უგულებელყოფას აჩვენებს. მაშინ როდესაც აშშ და დანარჩენი მსოფლიო მკვლელობების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებებით გამოვიდნენ, ომის მთავარი დამნაშავე მეტი უკრაინული ტერიტორიის დაპყრობასა და მეტი უკრაინელის მკვლელობას გეგმავს.პუტინის დღევანდელი ყველა შეშლილი განცხადებიდან რუსი ჯარისკაცის შესახებ განცხადება გამოირჩევა. რეალობაში, სადაც რუსი ჯარისკაცი დგამს ფეხს, მას მხოლოდ სიკვდილი და განადგურება მოაქვს.პუტინს არ ადარდებს არც რუსი ჯარისკაცები და არც მათი უკრაინული დრონებით მოწყვეტილი ფეხები. ის საკუთარი ხალხის მასობრივი მკვლელია. მან უკვე მოახდინა უკრაინაში უაზრო სისხლისღვრაში ერთი მილიონი რუსი ჯარისკაცის უტილიზაცია ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევის გარეშე. ერთი მილიონი ჯარისკაცი, ორი მილიონი ფეხი...მაშინ როდესაც პუტინი დაკავებულია რუსული ფეხების სხვა ქვეყნების დასაპყრობად გაგზავნით, ის ქვეყნის შიგნით რუსებს ეკონომიკურად მუხლებზე აჩოქებს.მისი ცინიკური განცხადებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: საუკუნის მეოთხედის განმავლობაში მისი მმართველობის სრული მარცხიდან საჯარო ყურადღების გადატანას. მან რუსეთი მიიყვანა ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მსგავსი გარიყული რეჟიმების სამარცხვინო კლუბში, საერთაშორისო იზოლაციაში და დაუსრულებელ ეკონომიკურ სტაგნაციაში, რომელიც მხოლოდ გაუარესდება.რუსეთის მშვიდობისკენ იძულების ერთადერთი გზა მისთვის დაუსჯელობის გრძნობის ჩამორთმევაა. გაზარდეთ უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერა და ძლიერად დაარტყით რუსეთის ეკონომიკას გამანადგურებელი სანქციებით. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადეთ. სრულად მოახდინეთ მისი იზოლაცია. გონზე მოიყვანეთ მოსკოვი“, - წერს სიბიგა.შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე კითხვაზე პასუხისას განაცხადა: „ძველებური წესი გვაქვს - იქ, სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დაიდგმება, ის ჩვენია“.

კონფლიქტები 1750487064

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება

ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება განიხილოს მას შემდეგ, რაც ისრაელის აგრესია შეჩერდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ჟენევაში ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა."ირანი მზად არის დიპლომატიისკენ დაბრუნება კიდევ ერთხელ განიხილოს მას შემდეგ, რაც აგრესია შეჩერდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულებისთვის”, - განაცხადა არაღჩიმ და აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები “მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება”. მას არ დაუკონკრეტებია ისრაელმა როგორ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ, ამავდროულად, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მზაობა გამოთქვა.“მხარს ვუჭერთ E3-თან [საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი] და ევროკავშირთან საუბრების გაგრძელებას და უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის ჩვენი მზაობა გამოვხატეთ”, - განაცხადა არაღჩიმ.

კონფლიქტები 1750487038