რომის 267-ე პაპი რობერტ პრევოსტი - ლეო XIV გახდა

მსოფლიო 1746725285
ლეო

 ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ პრევოსტი იქნა არჩეული. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.

მისი სახელი, როგორც პაპის იქნება ლეო XIV.

ახალი პონტიფიკოსის არჩევა მოხდა 133 კარდინალის მიერ.

ახალი პაპი ახლა თავის პირველ საჯარო მიმართვას გააკეთებს და წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართავს.

უახლესი
პარ
პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზვერვის სამსახური სუს-ის მმართველობის სფეროში გადავა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ამჟამად პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადავა.პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ყალიბდება.ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.ეროვნული სადაზვერვო სააგენტო ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე იქნება და მის ზედამხედველობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით, 87 ხმით - ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პოლიტიკა 1748346582

სასამართლო
გიორგი ვაშაძე მოსამართლეს - მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა, იმ დონეზე შეგეშინდათ სასამართლოში წულუკიანის მოსვლის, რომ „საპროცესო კოდექსი“ შეცვალეთ - წადით, დაისვენეთ, შიშები დაიწყნარეთ, „კლანი“, ალბათ, დასასვენებლად გაგიშვებთ

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ფაქტზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. აღნიშნულით მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.როგორც მოსამართლემ განმარტა, არ არსებობს საკმარისი საფუძველი, შეწყდეს ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის დევნა.მანამდე კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, დასაკითხ პირთა სიაში შეეყვანათ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის წევრები, პროკურატურამ კი პირიქით, აღნიშნული პირების დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხვა მოითხოვა.მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ შემთხვევაშიც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე თეა წულუკიანის და კომისიის წევრების დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.მოსამართლის ამ პოზიციის გამო დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბექა ბასილაიამ სხდომაზე განმარტა, მოსამართლის ამ განცხადებით ჩანს, რომ ის საქმის მასალებს საერთოდ არ იცნობს, შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს დაცვის მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მოსამართლის აცილების თაობაზე.„ვალდებული ვარ აცილების შუამდგომლობა დავაყენო. აღმოჩნდა, რომ სასამართლო საქმის მასალებს არ იცნობს. გასაგებია, რომ მოსამართლე დავალებას ასრულებს, მაგრამ მინიმუმ უმჯობესია საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც მასალებს იცნობს. თქვენ თქვით, რომ თქვენთვის უცნობია, რატომ უნდა დაიკითხოს წულუკიანი. კორექტული სიტყვა მინდა ვთქვა და არ მინდა ვთქვა, თავს ისულელებს სასამართლო-თქო, მაგრამ სასამართლო თვალს ხუჭავს იმაზე, რაც საქმეში დევს. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ობიექტური გადაწყვეტილება. სჯობს, რომ აიცილოთ საქმე“, - მიმართა ბასილაიამ მოსამართლე ნატო ხუჯაძეს.ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, თავად „შოკირებულია“ მოსამართლის პოზიციით, რომ ის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თეა წულუკიანის დაკითხვის აუცილებლობას ვერ ხედავს.„მართლა შოკირებული ვარ. დღეს თქვენ, თქვენი სიტყვით ყველას წინაშე თქვით, რომ ახალი საპროცესო კანონმდებლობა არსებობს. როდის აქეთ ხდება, რომ მოწმის სურვილზეა დამოკიდებული, დასაკითხად მოვა თუ არა? ეს საიდან მოიტანეთ. ამ სასამართლოზე ყველანაირი წარმოდგენა არსებობს, მაგრამ ეს მართლა შოკისმომგვრელია. მეათე შკალაზე „აარტყა“ თქვენი შიშის ზღვარმა. იმ დონეზე შეგეშინდათ წულუკიანის მოსვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ზეპირსიტყვიერად შეცვალეთ. ეს რა თქვით, საერთოდ. თქვენ რამე სხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ხომ არ გაქვთ, რომ თურმე მოსამართლე უნდა ეხვეწოს მოწმეს მოდით, დაკითხვაზეო? ქალბატონო ნატო, ეს წარმოუდგენელია, ასე გეშინიათ წულუკიანის? თქვენ უფრო გეშინიათ წულუკიანის, თუ წულუკიანს ეშინია სასამართლოში მოსვლის? კომიკურობის ზღვარს სცდება ეს ყველაფერი.[აუცილებელია] თქვენი აცილება. წადით, დაისვენეთ. შიშები დაიწყნარეთ, „კლანი“ დასასვენებლად გაგიშვებთ, ალბათ. იქნებ ფორმალურად მაინც მოვიდეს სხვა მოსამართლე, რომ ფორმალობა მაინც დავიცვათ.პირველი, ეს საქმე უნდა შეწყდეს, პარლამენტი არის არალეგიტიმური. მეორე - კომისიაში ვის ხედავთ ოპოზიციონერს? … საქმე არის პოლიტიკური და უნდა შეწყდეს. ბიძინა ივანიშვილმა, კობახიძის და ვიღაცების დაჯგუფებამ ყველა გაქციათ დავალებების შემსრულებლებად. „ბაბილოში“ თქვენც ბანერის ქვეშ შეძრომა მოგიწიათ, თუ პირდაპირ მიხვედით? რა დონემდე დაგიყვანათ ივანიშვილმა, რომ მოსამართლე ასოცირებულია ქეიფთან და ბანერის ქვეშ შეძრომასთან. მეც მრცხვენია. წულუკიანის მოყვანის რისი გეშინიათ? ან იმას რისი ეშინია, ხომ არ შევჭამთ. თქვენ თვენი სიტყვით დაადასტურეთ, რომ თურმე მას სასამართლოში მოსვლის ეშინია“, - მიმართა მოსამართლე ნატო ხუჯაძეს გიორგი ვაშაძემ.დაცვის მხარის პოზიციაზე, კომისიის წევრთა გამოკითხვისა და მოსამართლის აცილების შესახებ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ „ეს არის სასამართლოზე განაწყენებული დაცვის მხარის პოზიცია“.თავად მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი, მისი აცილების თაობაზე ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან სხდომაზე განმარტა, აღნიშნული შუამდგომლობა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

პოლიტიკა 1748346552

ბაჩიაშვილი
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ხვალ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განცხადებას გააკეთებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ, სასამართლო პროცესზე გააკეთებს.აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დატოვების შემდეგ განუცხადა.ადვოკატს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, ვინაიდან მისი განმარტებით, მომხდარზე განცხადების გაკეთება თავად ბაჩიაშვილს სურს.ის ხვალ, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "მტკვარი ჰესის" საქმეზე მიმდინარე საკუთარ სასამართლო პროცესზე გააკეთებს.„მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა, მისი სურვილია, ხვალ, როცა მისი სასამართლო პროცესი შედგება ("მტკვარი ჰესის"), თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალებზე, სამწუხაროდ, ვერ დაგელაპარაკებით",- განაცხადა ბაჩიაშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს."თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიტიკა 1748346478

სემ 27
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმისა და ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ბათუმისა და ქ. ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ტრენინგები ჩატარდა. პროექტის ექსპერტებმა მოსწავლეებს გააცნეს სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების, წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის საკითხები. პროექტის - „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება მახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე. პროექტში მონაწილეობას იღებს ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. 

საზოგადოება 1748339917

ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ ამის საშუალება „დიფ სთეითის“ გავლენის გამო არ მიეცა - რაც შეეხება განცხადებას, ასეთ მილოცვას ჩვენთვის ფასი არ აქვს

დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი განმარტებით, თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას მათთვის არავითარი ფასი არ აქვს“.„დიფ სთეითი“ მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ „დიფ სთეითმა“ უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ეს არის მთლიანად ბიუროკრატიაში ჩაბუდებული სისტემა. მიმდინარეობს ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ქალბატონ რობინ დანიგანს ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებას მონაწილეობის მიღება, მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა სწორედ „დიფ სთეითის“ გავლენის გამო. განცხადებაზე, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ იგრძნობა „დიფ სთეითის“ ზეგავლენა. ეს არის დღევანდელი რეალობა. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ასეთ მილოცვას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითზე" გაიმარჯვებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გაჯანსაღდეს“,-განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩი 26 მაისის ღონისძიებას არ ესწრებოდა, რაც „არასწორი მიდგომაა“.„თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელდა ადრესატის გარეშე მილოცვა, ასევე ელჩი არ ესწრებოდა ღონისძიებას. ჯერ თქვეს უშუალო კორესპონდენციით, რომ ის თბილისში არ იმყოფებოდა, შემდეგ საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოშიც არ იყო. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. ვხედავთ, რომ იგივე აშშ-ში მიმდინარეობს ბრძოლა ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. ამ შემთხვევაში, აშკარად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა „დიფ სთეითს“. ეს არის არასწორი დამოკიდებულება. გახსოვთ, რომ არასამთავრობოების მეშვეობით, საქართველოში ვირტუალურ რეალობას ქმნიდნენ, იგივე ამერიკულ დახმარებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, მათემატიკური სიზუსტით დავდე ჩემს წერილში ციფრები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ფინანსური თვალსაზრისით იმაზე მეტი შეღავათი გვაქვს მიცემული აშშ-ში, ვგულისხმობ, სამხედრო მისიებში ჩვენს მონაწილეობას, ვიდრე იქიდან გვაქვს მიღებული დახმარება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დახმარებაში არ ითვლება არასამთავრობოებისთვის დარიცხული თანხები. ტრამპის ადმინისტრაციამაც აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადახდილი ფული არავითარი დახმარება არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრის თქმით, „არ შეიძლება მუდმივად საუბარი იმაზე, რომ, რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა“.

პოლიტიკა 1748339672

მდინარაძე მიკროფონები
მამუკა მდინარაძე მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებაზე - დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! - დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება!

დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის და რაზე ველაპარაკოთ?! - დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც დიალოგის შესახებ მაკრონი-ტუსკი-მერცის განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში „ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია“.როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ყველა მოლაპარაკება, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო იმისკენ, „თუ რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება".„დიალოგი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვის ველაპარაკოთ?! აი, ვის და რაზე ველაპარაკებით?! დამოუკიდებლობის ხარისხი, დამოუკიდებლობის საკითხი არ გადაიხედება! ნებისმიერი მიმართულებით რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მონაპოვარი დღეს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, მე მიმაჩნია და არ მგონია, გულწრფელად მოფიქრალ ქართველს სხვაგვარად მიაჩნდეს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი დღევანდელი დღის, ჩვენი ხელისუფლების არის საქართველოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რაც გვაქვს. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი არ გვქონია და ეს უზრუნველყოფს დანარჩენს ყველაფერს - პროგრესს, რეალურ ევროინტეგრაციას და არა შანტაჟისთვის გამოყენებულ რაღაც ბერკეტებს. ყველა მოლაპარაკება, ყველა დიალოგი, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება, მიმართული იყო რას ჩამოგვციცქნიდნენ სუვერენიტეტიდან, სად შეგვზღუდავდნენ, სად იქნებოდა გარე ბერკეტი მეტი, ვიდრე შიდა და თუკი ასეთი დიალოგები უნდა წარიმართოს, ამ დიალოგზე ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება აღარასდროს დაჯდება," - განაცხადა მდინარაძემ.

პოლიტიკა 1748339619