დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში შეხვედრა გამართეს

მსოფლიო 1745659384
აშშ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა.

ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

უახლესი
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი თეთრ სახლში შეხვედრაზე - არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.მათი ცნობით, თეთრს სახლში გამართულ შეხვედრებში მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძეც მონაწილეობდა.„აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა.ლევან დავითაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა.„არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება,"- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

პოლიტიკა 1745659503

რომ
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი ესწრება

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი ესწრება.დაკრძალვის ცერემონია ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე მიმდინარეობს.მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში 25 აპრილს ჩავიდა.ცოტა ხნის წინ პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს.მანამდე, ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან : აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

საზოგადოება 1745659465

რომ
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა მიმდინარეობს

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა მიმდინარეობს.ცოტა ხნის წინ პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან წმინდა პეტრეს მოედანზე გამოასვენეს.მანამდე, ბაზილიკაში, მის მიმართ პატივისცემის გამოსახატად მსოფლიო ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრინცი უილიამი იმყოფებოდნენ.პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მივიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის გამოჩენასაც წმინდა პეტრეს მოედანზე აპლოდისმენტები მოჰყვა.ცერემონია ათასობით ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან : აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი და პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.წირვის დასრულების შემდეგ, ფრანცისკეს ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

მსოფლიო 1745659424

ნატო
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა”, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს.“ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას”, - აღნიშნულია ანგარიშში.ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.“ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან“, - აღნიშნული ჩანაწერი ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში იყო დაფიქსირებული.

პოლიტიკა 1745585554

აშშ
მედია - კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს მასპინძლობს“, - განაცხადა პესკოვმა.რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც მონაწილეობენ.ცნობისთვის, ეს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის მეოთხე შეხვედრაა.

მსოფლიო 1745585483

აშშ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება - ის, ვინც ტურისტულ ვიზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინოს, მომავალში ვიზას და აშშ-ში მოგზაურობის უფლებას ვეღარ მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.განცხადების თანახმად, „ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს“.„ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო 1745585426