დონალდ ტრამპი - კიდევ ერთი დებატები გავმართოთ, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს, ასევე, თაღლით ჯოს ვიწვევ გოლფის შეჯიბრებაში

მსოფლიო 1720597464
აშშ

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მორიგი დებატების გამართვას და გოლფში შეჯიბრს სთავაზობს. ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.

ტრამპის თქმით, 27 ივნისს გამართულ სატელევიზიო დებატებზე ძალიან იოლად დაამარცხა ჯო ბაიდენი და ახლა დემოკრატიული პარტია თავად ცდილობს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საარჩევნო რბოლიდან ჩამოშორებას.

„მოდით, კიდევ ერთი დებატები გავმართოთ ამ კვირაში, რათა მძინარა ჯომ შეძლოს, ყველას დაუმტკიცოს მსოფლიოში, რომ მას აქვს ის, რაც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ახლა ეს იქნება ორი კაცის დაპირისპირება მოდერატორების გარეშე. უბრალოდ, დაასახელოს ადგილი და დრო, სადაც სურს. მე ასევე ოფიციალურად ვიწვევ თაღლით ჯო ბაიდენს გოლფის თამაშში შეჯიბრებაში. ეს იქნება შეჯიბრი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ნახავს, მთელი ისტორიის განმავლობაში“, – თქვა ტრამპმა.

უახლესი
ოცნება
გია ვოლსკი - ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" - რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ

ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" - რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლის მიზანია, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ბოკუჩავას განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.„მე ვფიქრობ, უნდა დაიბარონ მისი ქმარი, კოტე. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს იქიდან, როდესაც ამბობდა, რომ იესო ქრისტეს 30 ვერცხლი ჩაუდეს ჯიბეში და ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა - შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" მაშინ როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში.დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

პოლიტიკა 1749461226

ნაც მოძრაობა
ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე ფაქტია, ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია - გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა

უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა.მისივე განმარტებით, გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა.„უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა. აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! ბანდფორმირებები, მარბიელები, მწამებლები ქუჩაში დათარეშობენ და არანაირი სახელმწიფო, არანაირი სამართალი აღარ არსებობს!გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას!”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

პოლიტიკა 1749461201

უკრ
გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთში დრონების ნაწილების მწარმოებელ ქარხანას და სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, 9 ივნისის ღამეს რუსულ სააქციო საზოგადოება „ზნიირ-პროგრესს“ დაარტყეს, ეს საწარმო „შაჰედებისთვის“ ნაწილებს აწარმოებს და უკრაინის საზღვრიდან ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.„დარტყმა განხორციელდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე, სადაც „შაჰედების“ ანტენები იწარმოებოდა. დადასტურდა, რომ ობიექტს მინიმუმ ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს და შემდგომში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. დარტყმის შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.მათი განმარტებით, თავდასხმა განხორციელდა „მტრის საჰაერო თავდასხმის იარაღის წარმოების უნარის შემცირების“ ფარგლებში.ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა 9 ივნისის ღამეს, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ აეროდრომზე იერიში მიიტანეს.გენშტაბში აცხადებენ, რომ აეროდრომს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის იყენებს. კერძოდ, ამ სამხედრო ობიექტიდან რეგულარულად ფრინდებიან „მიგ-31კ“ ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ აერობალისტური რაკეტები გადააქვთ.„წინასწარი ინფორმაციით, მტრის ორ თვითმფრინავს დაარტყეს (სავარაუდოდ „მიგ-31“-ს და „სუ-30/34“-ს). საბრძოლო მოქმედებების შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

კონფლიქტები 1749459917

ქართული ოცნება
გურამ მაჭარაშვილი - თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის პოლიტიკურად განეიტრალებაზე იფიქროს - სჯობს, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე

თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის პოლიტიკურად განეიტრალებაზე იფიქროს - სჯობს, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი არ გააჩნია.„თინა ბოკუჩავა არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ვინმემ მის პოლიტიკურად განეიტრალებაზე იფიქროს. ნამდვილად არ აქვს თინა ბოკუჩავას არანაირი რესურსი და სჯობს, ცოტა უფრო დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს ხოლმე. მას ვურჩევ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს მოუსმინოს, რადგან კომისიის სხდომებს რაღაც მოგონილი ზღაპრებით ვერ გადაფარავენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

პოლიტიკა 1749459861

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი - მე ამ ეტაპზე არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, ის ჩვენების მიცემას არ გეგმავს.ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება.„მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

სამართალი 1749459821

აშშ
დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე - საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.„თუ ვიფიქრებ, რომ რუსეთი შეთანხმებას არ დადებს ან სისხლისღვრას არ შეაჩერებს, საჭიროების შემთხვევაში, მე მას გამოვიყენებ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.მისი თქმით, სენატორები, რომელთაგან ბევრმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებას მას ანდობენ.„მე მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. მათ აქვთ კანონპროექტი, ეს ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს ჩემი არჩევანია. არ გადამიწყვეტია მისი გამოყენება. ეს ძალიან ძლიერი კანონპროექტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მსოფლიო 1749282964