მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი - მე ამ ეტაპზე არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, აცხადებს, რომ პროკურატურასა და პოლიციასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, ის ჩვენების მიცემას არ გეგმავს.

ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება.

„მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან. მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. რაც შეეხება მონაზონს, ჩემთან არ იმყოფება ის მონაზონი“, - განაცხადა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა.

ცნობისთვის, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა. როგორც ჯამდელიანმა ქადაგების დროს განმარტა, უშიშროების უწყების წარმომადგენელს ეპარქიის მონაზონი ჰყავდა გადაბირებული. სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

უახლესი
აშშ
ლოს-ანჯელესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.საპროტესტო აქციები გაიმართა სანტა-ანასა და სან-ფრანცისკოში, სადაც კვირას დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, სადაც, პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც.ამასთან, პროფკავშირების ლიდერებმა პროფკავშირების გავლენიანი ხელმძღვანელის, დევიდ უერტას გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა ბოსტონში, პიტსბურგში, შარლოტში, სიეტლში, ვაშინგტონსა და რამდენიმე სხვა შტატში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში.

მსოფლიო 1749537097

ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.„პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლიტიკა 1749537056

უკრ
ანდრეი სიბიგა - რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს

რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ დამანგრეველი სანქციები უნდა დაუწესდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა 10 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს.„რუსული ტერორის მორიგი ღამე უკრაინაში. კიევსა და ოდესაზე ასობით დრონისა და ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით მძიმე თავდასხმები განხორციელდა. რუსებმა სამშობიარო სახლსა და საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - განაცხადა ანდრეი სიბიგამ.მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს.„რუსეთი ნებისმიერ მნიშვნელოვან სამშვიდობო ძალისხმევას უარყოფს, ამიტომ ახალი დამანგრეველი სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდეს. ლოდინის დრო აღარ არის. ენერგო სექტორი, ნავთობის ფასებზე ლიმიტის დაწესება, საბანკო სექტორი და მეორადი სანქციები ყველაზე მგრძნობიარე სფეროებია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.შეგახსენებთ, 10 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად კიევში 4 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოდესაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

კონფლიქტები 1749537026

ოცნრბა
მთავრობამ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, თამარ ტალიაშვილმა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 10 ივლისიდან უნდა დაიკავოს.„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.ამასთან, 9 ივნისით თარიღდება კიდევ ერთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძის მიხეილ ყაველაშვილს წინადადებით მიმართავს, 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან თამარ ტალიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკა 1749536998

ოცნება
გია ვოლსკი - ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" - რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ

ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" - რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლის მიზანია, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ბოკუჩავას განცხადებაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.„მე ვფიქრობ, უნდა დაიბარონ მისი ქმარი, კოტე. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვახსოვს იქიდან, როდესაც ამბობდა, რომ იესო ქრისტეს 30 ვერცხლი ჩაუდეს ჯიბეში და ჩადებული 30 ვერცხლის გამო გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს. მისი რაღაც უტიფარი განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა - შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას" მაშინ როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში.დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მახსოვს გარკვეული დღეების წინ, გეგელიამ განაცხადა, რომ მასაც დაესხნენ თავს. რასაკვირველია, ეს ვიღაცებს აინტერესებთ, მაგრამ მე მგონია, გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა, ამას არავინ დაიჯერებს არც საზღვარგარეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

პოლიტიკა 1749461226

ნაც მოძრაობა
ლევან ხაბეიშვილი - უკიდურესად მძიმე ფაქტია, ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია - გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა

უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა - აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც თინა ბოკუჩავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მისი მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა და მასზე ზეწოლაზე ისაუბრა.მისივე განმარტებით, გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა.„უკიდურესად მძიმე ფაქტია - ადამიანის გატაცება, იძულება და შემდეგ ივანიშვილის საამებელი ვიდეო მიმართვა. აბსოლუტური საქართველოს კადიროვიზაცია! ბანდფორმირებები, მარბიელები, მწამებლები ქუჩაში დათარეშობენ და არანაირი სახელმწიფო, არანაირი სამართალი აღარ არსებობს!გამბედაობა სჭირდება იმას, რაც თინა ბოკუჩავამ საჯაროდ თქვა და აბსოლუტური სოლიდარობა პირადად მას!”, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი „მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

პოლიტიკა 1749461201