გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

კულტურა 1723822950
გელათი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

„როგორც ცნობილია, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (მთავარი ტაძრის) მულტიდისციპლინური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოების განსახორციელებლად, მიმდინარე ეტაპზე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, გარე ხარაჩოების მოწყობისა და ტაძრის მკლავების დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომპლექსურობიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სრული დაცულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, გერმანული კომპანია „ქუადრექსის“ სპეციალისტები უაღრესად ფრთხილად და ზედმიწევნით პროექტის შესაბამისად ახორციელებდნენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებს.

ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოების საწყის ეტაპზე, ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტიდან გამომდინარე და ადგილზე გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, სამუშაოების წარმოების გეგმაში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რამაც გავლენა იქონია სამუშაოების შესრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადებზე, მაგალითად, ერთიანი/დროებითი გადახურვის გარე პერიმეტრის მოსაწყობად, არ იყო დაგეგმილი ტაძრის არსებული დროებითი გადახურვების მოხსნა, ადგილზე, სამუშაოების დაწყებისას, გერმანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა, გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღეს გადაუდებელი გადაწყვეტილება მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის დროებითი გადახურვის საფარის მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ამ, საკურთხევლის აფსიდის გადახურვის მონაკვეთში, თუნუქის დროებითი გადახურვა 100%-ით ეყრდნობოდა მხოლოდ მეტალის ხარაჩოს და არანაირი კავშირი არ ჰქონდა ტაძრის სტრუქტურასთან. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა აფსიდის გარე ხარაჩოს მოხსნა ისე, რომ არსებული დროებითი გადახურვა შენარჩუნებულიყო, რომელიც ახალი ერთიანი/დროებითი გადახურვის კონსტრუქციის საძირკვლის ბეტონის ფილების ორი რიგის პერიმეტრში ექცეოდა. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, გერმანელი სპეციალისტების მიერ, საკურთხევლის თავზე დამატებით მოეწყო დროებითი საფარი, ვიდრე ძირითადი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია აიგებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დაგეგმილი სამუშაოების წარმოების დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივება.

ამასთან, კომპანია „ქუადრექსის“ ხელმძღვანელმა, სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ოფიციალური წერილით მიმართა გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს, რადგან აგვისტოს თვეში რეგიონში არსებული მძიმე (ცხელი და ტენიანი) კლიმატური პირობები ძალზედ რთული გადასატანი აღმოჩნდა გერმანელი სპეციალისტებისთვის. ამ ფაქტორმა ასევე დიდწილად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი.

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, და მიიჩნია რომ დაგეგმილი სამუშაოების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ქუადრექსი" დაასრულებდა გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკურთხევლის გადახურვის კონსტრუქციის მოწყობას.

შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელდა ტაძრის აღმოსავლეთ მკლავის, კონქისა და აფსიდის პროექტით გათვალისწინებული დროებითი გადახურვის მოწყობა კათედრალის დანარჩენ სტრუქტურაზე, ახალი, ერთიანი დროებითი გადახურვისა და ასევე, მთელი კონსტრუქციის ვერტიკალურად დამცავი მაღალტექნოლოგიური მატერიის მოწყობის სამუშაოები, გაგრძელდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრამდე, რომელსაც გადაებმება კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის მეორე ფაზის - გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

ასევე, გვსურს გაცნობოთ, რომ კომიტეტის მხრიდან მონასტრის გახსნაზე შეზღუდვა მოხსნილია და რჩება რა მონასტერი კვლავ დახურულ რეჟიმში, ეს ადგილობრივი ეპარქიის - მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანეს გადაწყვეტილებაა, მონასტრის შიდა ცხოვრებიდან გამომდინარე.

მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის, რომელიც საზოგადოებიდან იგრძნობა და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი
დაკაგული
ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს - ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით მას მახსოვრობის პრობლემა აქვს."გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495," - წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.

ფეისბუქ ამბები 1728115710

კადიროვ
რამზან კადიროვის შვილი რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა. ის რუსეთის შემადგენელი  სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა უფროსად დასახელდა, მან ეს პოსტი 15 წლის ასაკში დაიკავა.დაჯილდოება გროზნოში MMA მატჩის დროს შედგა, ჯილდო ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ კონენკომ გადასცა.გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო მედალი რუსული რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის. კონენკომ არ დააკონკრეტა რა გააკეთა მან წიგნის პოპულარიზაციისთვის.

მსოფლიო 1728115604

დეკანოძე პარლამენტი
ხატია დეკანოიძე - თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან - ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკა 1728115439

აშშ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო 1728115386

ჰაიტი
Reuters - ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა.„დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა“, - განაცხადა ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა.

მსოფლიო 1728115291

აშშ
ვოლოდიმირ ზელენსკი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

მსოფლიო 1728115247