1747459768 • კონფლიქტები
რადოსლავ სიკორსკი - პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს

პუტინმა გიგანტი გააღვიძა, მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„პუტინმა გიგანტი გააღვიძა. მას ჯერ წარმოდგენა არ აქვს რამდენად ძვირად დაუჯდება ეს. ევროკავშირის ეკონომიკა 19 ტრილიონ დოლარს შეადგენს. დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დასაწყისიდან, ევროპელმა მოკავშირეებმა, კანადასთან ერთად, თავდაცვაზე ხარჯები გააორმაგეს. ახლა კვლავ გავაკეთებთ ამას და უკეთ დავხარჯავთ, ვიდრე წარსულში. რუსეთის ეკონომიკა 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. როგორც ევროპა, სამშვიდობო მიზნებზე 2.5-ჯერ მეტს გამოვყოფთ, ვიდრე რუსეთი გამოყოფს საომარ ძალისხმევებზე.
საკმარისია, რომ უბრალოდ უფრო ჭკვიანურად დავხარჯოთ ფული“, - წერს სიკორსკი.

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.პროტესტის 171-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 საათზე აქცია მოეწყობა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან.რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:გორი - მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!”;ახალციხე - საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება;ბათუმი - 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: “სამშობლოს სამსახურში!”;ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “ზუგდიდი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;თელავი - 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;ქუთაისი - ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: “კი ევროპას, არა რუსეთს!”;ჩხოროწყუ - მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: “გაბედე პროტესტი ყოველდღე!”.
პოლიტიკა • 1747466644

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასად ალ-შიბანის თხოვნით მივმართე, რომ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიაროს. ეს მარტივი ნაბიჯი სირიის ახალი გზის მიმართ სიძლიერისა და ერთგულების დემონსტრირება იქნება“, - წერს ჯო უილსონი.ცნობისთვის, სირიამ, ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს „აღიარა“.
პოლიტიკა • 1747466604

ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.პრემიერის თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის.„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან", - განაცხადა პრემიერმა.ამასთან, კობახიძის თქმით, ის მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინის ომსა და ევროპის განვითარების პერსპექტივაზე საქართველოს გადმოსახედიდან.„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა ოცდაათამდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება.რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან - ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება, სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს.ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთანაც, როგორც სხვა ლიდერებთან, მქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას, რეგიონში ჩვენს როლს და ა.შ.გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლასა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა • 1747459813

მზია ამაღლობელის საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ ავრცელებს.„ქართველმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა მიმდინარე კვირას საკუთარი დაბადების დღე გისოსებს მიღმა გაატარა.მის ბოლო სასამართლო სხდომაზე: სასამართლომ დაცვის მხარის ჩვენება დაბლოკა, რომლებიც ბრალდებების პოლიტიკურ მოტივირებულობაზე საუბრობდნენ.პროკურორებმა სადავო წარსული ბრალდებები გამოიყენეს, რათა ის „განმეორებით დამნაშავედ“ შეერაცხათ.პოლიცია ამტკიცებდა, რომ მათი მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ აგრესია არ იყო.მზიას საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისადმი საფრთხეების შეხსენებაა. მსოფლიო აკვირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალი • 1747459738

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, პროფესორი დავით ნარმანია ქ. თბილისის N98-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობას, სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ენერგეტიკის საფუძვლები გააცნო, ამასთანავე, განუმარტა ქვეყნის ეკონომიკისთვის ენერგეტიკის სექტორის მუდმივი განვითარების მნიშვნელობა, მიაწოდა ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების, საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებისა და ენერგეტიკული ბიზნესის მართვის შესახებ. დავით ნარმანიას თქმით, სკოლის მოსწავლეების ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა როგორც სემეკისთვის, ასევე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისთვის. „ენერგეტიკა წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ უმნიშვნელოვანეს დარგს, აქედან გამომდინარე, სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, სკოლის მოსწავლეები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი ეკონომიკის საფუძვლების, ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ შემდგომ ეტაპზე პროფესიის არჩევისას. დღემდე, სემეკის ინიციატივით არაერთი პროექტი განხორციელდა სკოლის მოსწავლეებისათვის და ინფორმაციის დროულმა მიწოდებამ განაპირობა ის, რომ პროექტის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა მომავლის პროფესიად ენერგეტიკა აირჩია, რაც მისასალმებელი და სასიხარულოა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ. სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. პროექტების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ეკონომიკის საფუძვლებს, ენერგეტიკული ბიზნესის მათვისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივებს.
საზოგადოება • 1747394373

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარეებმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს და ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, რომლებმაც არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს.„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ,,კანონიერმა ქურდმა“ მის მიერ მართულ „ქურდული სამყაროს“ წევრსა და მხარდამჭერებს დაავალა მოდავე მხარეებთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევები“. „ქურდული სამყაროს“ წევრები, მათი მხარდამჭერების მეშვეობით დაუკავშირდნენ მოდავე მხარეებს და მოაწყვეს „ქურდული გარჩევები“.2 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 2 პირს კი ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, (მათგან 1 პირს დაუსწრებლად), რაც სასჯელის ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 4 პირს ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრის და „კანონიერ ქურდისთვის“ მიმართვა), რაც სასჯელად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალი • 1747392020