ნანა კაკაბაძე: მაღალი თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესება ფაქტობრივად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას

ოცნება

ეს არის ფსევდო-ლიბერალური დემოკრატია
დღეს ბევრს საუბრობენ  საქართველოს, არასასურველი, მოქლაქეების (ძირითადად პოლიტიკოსების) მიმართ ამერიკული სანქციების დაწესებაზე. გარე ინტერესებზე მომუშავე  ოპოზიცია, დიდი სიხარულით და ხელების ფშვნეტით ელოდება ამ სანქციებს. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.


"მაღალი თანამდებობის პირებზე სანქციების დაწესება ფაქტობრივად ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.

კვაზი  ოპოზიციის განსაკუთრებულ თრთოლვას და სიხარულს იწვევს ცნობები იმის თაობაზე, რომ სანქციები გავრცელდება  პოლიტიკოსთა ოჯახის წევრებზეც, ვინაიდან  ასეთია ფსევდო-ლიბერალური დემოკრატიის  სტანდარტი.

ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების დროს ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა „ხალხის მტრად“ გამოცხადებული ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება. დახვრეტილი ან გადასახლებული პირის მეუღლესაც, როგორც წესი, აგზავნიდნენ გადასახლებაში, დარჩენილ  ოჯახის წევრებს კი ბინიდან ასახლებდნენ.

მაშინაც კი, იმ საშინელ წლებში,  არასრულწლოვან შვილებს მშობლების დანაშაულისთვის პასუხს არ სთხოვდნენ. მართალია, „ხალხის მტრის“ სამარცხვინო იარლიყს აწებებდნენ, მაგრამ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღებას არ უშლიდნენ.

 

ომის შემდგომი პერიოდის საბჭოთა კავშირში ასეთი მიდგომა დაიგმო, შეიცვალა და უკვე 60-80-იან წლების საბჭოთა საზოგადოებაში მყარად იყო გამჯდარი იმის გაგება, რომ შვილი მშობლის დანაშაულზე პასუხს არ აგებს.
მოკლედ, როდესაც ვამბობთ, რომ დღეს ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმი შეფუთულია ფასადური დემოკრატიით, ფსევდო ლიბერალიზმით და ფსევდო ჰუმანიზმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ფაშისტური და ბოლშევიკური სტანდარტების რეანიმაციაა.

სანქცირებული პირი თავის ოჯახიანად გამოცხადებულია „ხალხის მტრად“, შვილმაც უნდა აგოს პასუხი მშობლის „დანაშაულზე“, ხოლო ის ვინც ასე არ ფიქრობს და მოითხოვს ასეთი მიდგომის გაუქმებას, მას  ფსევდო ლიბერალები საკუთარი ჯიბის ტელევიზიების საშუალებით,  აცხადებენ  ხალხის მტრად.

ზუსტად ასეთ სტიგმატიზაციას ითხოვენ დღეს,  სულ-გაყიდული  ოპოზიციონერებიც, რომლებიც ტირილით და ხვეწნა-მუდარით მიმართავენ დიდ დეიდებს და ბიძიებს „დეიდებო, ბიძიებო, თქვენი მუხლების ჭირიმე, ეს ცუდი ბიჭები ცუდ კანონებს იღებენ  დასაჯეთ, დაასანქცირეთ,  გვიშელეთ რამე!“. ის  „დიიიდებიც“ ეთანხმებიან თავის საკუთარ ყმებს, სანქციებით ემუქრებიან ან ასანქცირებენ  მათ გამბრაზებელ ცუდ გოგო- ბიჭებს, რომლებიც  "დიდ ბიძიებს"  არ უჯერებენ.

მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსთხოვოს აშშ-ს მთავრობას ისეთი არაჰუმანური და არაევროპული კანონის გაუქმება, როგორიც არის სიკვდილით დასჯა,(აშშ-ს შტატების უმრავლესობაში დღესაც არსებობს,უფრო მეტიც, ზოგ შტატში არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯაც კი დაშვებულია). წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქცირებით დაემუქროს.

როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში ჩვენი „თანასწორუფლებიანი“ პარტნიორი აშშ-ს მთავრობა?
ალბათ სიცილადაც არ ეყოფა რაღაც ღირებულებებზე და სტანდარტებზე მითითება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რუსეთის ხელისუფლებას რომ განეცხადებინა, თუ ჩვენთვის არმოსაწონ კონკრეტულ კანონს გააუქმებთ და არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებთ (რაშიც იგულისხმება მათი მოწონებული პარტიის უპირობო გამარჯვება), მაშინ სავიზო შეღვათებს მოგცემთ, შეგაიარაღებთ და დიდ ინვესტიციებსაც ჩავდებთ საქართველოშიო, რა ამბავი ატყდებოდა და სწორიც იქნებოდა. ვინაიდან ესეთი შეთავაზება, შეუთავსებელია

 

პარტნიორულ ურთიერთობასთან, ბღალავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას!

 

ვინც ფიქრობს, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, იმას დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და სუვერენიტეტზე წარმოდგენა არა აქვს.

სამწუხაროდ, სწორედ დასავლეთმა გადაუხვია იმ დასავლურ კურსს, რომლის დამკვიდრებისთვისაც ჩვენ საბჭოთა პერიოდშიც  ვიბრძოდით და ვიბრძვით დღესაც.თანამედროვე დასავლეთმა, ზოგადსაკაცობრიო ფორმულირებები ჩაანაცვლა თაღლითური ტერმინებით. ის, რაც დასჯადი იყო საბჭოთა დროშიც კი, დღეს ლეგიტიმურად აქცია და გავლენიანი მცირე ჯგუფის ინტერესებს მოარგო.

მაგალითად, ქრთამის მიცემით საკუთარი ინტერესების გატარებას, დღეს „დემოკრატიული“ ტერმინი „ლობისტური საქმიანობა“ ჰქვია.
ლობირება  ითვალისწინებს არა სიმართლის დადგენასა და გავრცელებას, არამედ ტვინების გამორეცხვის გზით, იმ სასურველი ტყუილის მტკიცებას, რასაც დამქირავებელი დაუკვეთავს დაქირავებულ ლობისტს.

ტყუილის მტკიცების კლასიკური მაგალითი ჩვენ ყველამ ვნახეთ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს, როცა  მისი

 

ლობისტები,  საღსალამათ კაცზე, სამარცხვინოდ გვიყვებოდნენ  გამოგონილ დიაგნოზებს და გვიმტკიცებდნენ  თითქოს მას  დემენცია, კახექსია (არც ერთი არ იკურნება) და სხვა უამრავი დაავადება სჭირსო.
ტყუილებით, შეთხზული  დიაგნოზებითა და ტვინების გამორეცხვის გზით, კინაღამ ხალხი აიყოლიეს და ქვეყანა ამოგვიყირავეს.

სერიოზული ძალისხმევის შედეგად გაიშიფრნენ თაღლითი ლობისტები. ამის შემდეგაც კი ბოდიშიც არავის  მოუხდიათ  ქართველი ხალხისათვის, არც უნამუსო დამქირავებლებს და არც ასეთივე ლობისტებს. მსგავსი ტყუილი, ვინმე უფულოს რომ ეკადრა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების ფავორიტი არ იქნებოდა, იმ საცოდავს რას დამართებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?

 

ფსევდო-ლიბერალები სწორედ ასეთი გზებითა და საშუალებებით  ურეცხავენ ტვინებს გაუნათლებელ, საქმეში ჩაუხედავ ხალხს...

კანონით ხალხს აქვს უფლება, მოვლენებთან დაკავშირებით  მიიღოს სწორი (მართალი) ინფორმაცია. ხალხის ეს უფლება და ვიღაც გაქსუებულების მიერ ნაყიდი ლობისტების ცრუ ინფორმირება, ერთმანეთთან სრულიად არათავსებადია. ამას დაუმატეთ გაყიდული, მიკერძოებული, მედიის როლი ხალხის ზომბირების საქმეში და გასაგები გახდება, რატომ ხდება ამდენი არაბუნებრივი და „უცნაური“ მოვლენა ამ ქვეყანაზე.

ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების მიზნები და ამოცანები მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ დემოკრატიულმა მმართველობებმა გადახედონ სახეშეცვლილ პოლიტიკას და დაუბრუნდნენ იმ ზოგადსაკაცობრიო სტანდარტებს, რომლის დამკვიდრებისთვისაც იბრძოდნენ დისიდენტები საბჭოთა რეჟიმის დროს." - წერს ნანა კაკაბაძე.

 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

უახლესი
დაკაგული
ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს - ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა

ოჯახი ბუხუტი (ვაჟა) გორგაძეს ეძებს. ხანდაზმული კაცი დელისი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბუხუტი გორგაძე 4 ოქტომბერს დღის 1 საათზე გავიდა სახლიდან. ოჯახის ინფორმაციით მას მახსოვრობის პრობლემა აქვს."გავიდა ისე, რომ არ წაუღია არც მობილური და არც საფულე. აცვია რუხი სვიტრი და უსახელო ნაქსოვი მოსაცმელი. სახლის რუხი, ბაიკის სპორტული შარვალი. ფეხზე ეცვა სახლის რუხი ნაჭრის ჩუსტები და არ აცვია წინდები.არანაირი ვარაუდი, სად შეიძლება იყოს, არ გვაქვს. ყველგან შეიძლება იყოს. თუ დაინახეთ მსგავსი ადამიანი, შეაჩერეთ  და დარეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში ან ჩვენთან; ჩემი ნომერია: 599390495," - წერს მისი შვილი ნათია გორგაძე.

ფეისბუქ ამბები 1728115710

კადიროვ
რამზან კადიროვის შვილი რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა

ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, რუსეთის რეკორდების წიგნში შევიდა. ის რუსეთის შემადგენელი  სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა უფროსად დასახელდა, მან ეს პოსტი 15 წლის ასაკში დაიკავა.დაჯილდოება გროზნოში MMA მატჩის დროს შედგა, ჯილდო ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის მთავარმა რედაქტორმა სტანისლავ კონენკომ გადასცა.გარდა ამისა, ადამ კადიროვმა მიიღო მედალი რუსული რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის. კონენკომ არ დააკონკრეტა რა გააკეთა მან წიგნის პოპულარიზაციისთვის.

მსოფლიო 1728115604

დეკანოძე პარლამენტი
ხატია დეკანოიძე - თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან - ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თუ ივანიშვილი და პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა მათთვის ქართველი ხალხისგან და ასევე ძალიან სერიოზული სუსხი წამოვა დასავლეთისგან, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.მისი თქმით, ქართველი ხალხის ნების გაყალბების შემთხვევაში ოპოზიცია რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გვერდით იქნება.„დიდი ფინანსური სანქციების პაკეტი, რომელიც ივანიშვილზეა, ეს პაკეტი არსებობს და რა თქმა უნდა, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქართველებით და ქართველი ხალხის ბედით იჟონგლიოროს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მის ფინანსურ რესურსზე“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.რაც შეეხება Edison Research-ის ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება.„ნებისმიერი კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა, აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რა თქმა უნდა, ცდომილება ყველა კვლევაში არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე არსებობს სამი კოალიცია და კიდევ ცალკე გახარიას პარტია. ყველას აქვს ძალიან დიდი შანსი, რომ მოიპოვოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც ერთად შეძლებს კოალიციური მთავრობის შექმნას საქართველოს პარლამენტში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დამარცხდეს და ეს დამარცხება არის გარდაუვალი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პოლიტიკა 1728115439

აშშ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელმა ირანის სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, მის ბირთვული ობიექტებს უნდა დაარტყას. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისაუბრა, სადაც ირანთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.„ბაიდენს ჰკითხეს, რას ფიქრობს ირანზე და დაარტყამდა თუ არა მას? მან დაიწყო: „ვიდრე ისინი არ დაარტყამენ ბირთვულ ობიექტებს…“. ვფიქრობ, ის ცდება. სწორედ მას უნდა დაარტყა. უდიდესი რისკია ბირთვული შეიარაღება, ბირთვული იარაღის ძალა. მას როდესაც ეს კითხვა დაუსვეს, პასუხი უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ბირთვული ობიექტები და დანარჩენზე მერე ვიზრუნოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსოფლიო 1728115386

ჰაიტი
Reuters - ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა.„დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა“, - განაცხადა ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა.

მსოფლიო 1728115291

აშშ
ვოლოდიმირ ზელენსკი - „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.

მსოფლიო 1728115247