პოლიტიკა
საზოგადოება
სერვისები
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობასა და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას არ ფლობს.ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად აცნობა.ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, ჯამში, 882 052 მოქალაქე, როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი არ ფლობს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.როგორც უწყების მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 30 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ჯამში, 458 234 მოქალაქე ფლობს. მათ შორის, 293 863 სრულწლოვანი და 164 371 არასრულწლოვანი.რაც შეეხება ელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი მოქალაქეების ოდენობას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დოკუმენტი, ჯამში, 3 345 274 მოქალაქეს აქვს. მათ შორის, 3 203 702 სრულწლოვანს და 141 572 არასრულწლოვან მოქალაქეს.ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში, არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა 395 მოქალაქეს აქვს.

1729239128

1728725413

ტრაგედია ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში - პოლიტიკოსის ვაჟი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, "დრო­ას“ წევ­რის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მისი ვაჟი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ვაჟი.

1728641161

კახა კალაძე - იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.„იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.„პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

1728535424

პრემიერი - ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა - უსამართლო დოკუმენტს ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს, ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამს და ისეთივე უშედეგო იქნება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან მკაფიოდ იკითხება უსამართლობა.მისივე თქმით, რეზოლუციას „ჩალის ფასი“ აქვს და ისეთივე უშედეგო იქნება, როგორც წინა სამი.„რაც შეეხება რეზოლუციას და ზოგადად, ევროპარლამენტს, არავისთვის გასაკვირი არ არის ალბათ ასეთი ტიპის ფაქტები - ის სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ევროპარლამენტში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სამი სხვადასხვა ასეთივე ტიპის რეზოლუცია იქნა მიღებული ევროპარლამენტში და ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის, იმისათვის, რომ მოახერხონ ასეთი სცენარის განვითარება. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა რეალურად ევროპარლამენტში ეს დისკუსია. ამისთვის იქნა მიღებული ეს რეზოლუცია, თუმცა ამ ძალების ეს მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ძალიან ბევრი რამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, რა ძალები მოქმედებენ, რა ინტერესით მოქმედებენ ეს ძალები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენმა თანამოქალაქეებმა ისწავლეს ასევე ისიც, რომ ასეთი რეზოლუციების უკან დგას არა ევროკავშირის, არა მისი მოსახლეობის ინტერესები, არამედ დგას სხვა კონკრეტული ძალების ინტერესები. ძალიან მკაფიოდ იკითხება ამ რეზოლუციიდან უსამართლობა. ისევ არის საუბარი „ქართული ოცნების" დასჯაზე, ისევ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" მფარველობაზე. ეს არის მთავარი წითელი ხაზი, რომელიც გასდევს ამ რეზოლუციას. რა თქმა უნდა, უსამართლო დოკუმენტს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის. ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორც წინა სამ რეზოლუციას და ისეთივე უშედეგო იქნება ეს რეზოლუცია, როგორც წინა სამი", - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

სამართალი

სხვა სიახლეები
გახარია
ნათია მეზვრიშვილი - „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ - ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს.„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების“ დეპუტატები, ზონდერები და აქტივი. ეს ადამიანები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ. ისინი ატყუებენ მოხელეებს, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და თითქოს, „ოცნებას“ შეუძლია გაიგოს ვინ-ვის გააფერადებს. მოხელეებს ფიქსირებულ დროის მონაკვეთს ეუბნებიან, როცა ისინი უბანზე უნდა გამოცხადდნენ. სქემა მცხეთა-მთიანეთის, აჭარის და კახეთს მაგალითზე გავაკეთეთ, ამ სქემების წარმოდგენას ვაგრძელებთ და არჩევნებამდე გაჩვენებთ. აქ არიან „ოცნების“ ე.წ. დელეგატები, სინამდვილეში კორუმპირებული ფეოდალები. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძე - მთელი სქემაა, ეს ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობები უკავიათ, უშუალოდ ახორციელებენ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას, შტაბებში იბარებენ, მათ მხარდამჭერთა სიებს აგროვებინებენ. ხუნდაძის გარდა, რამდენიმე ზონდერია, მაგალითად, გია ჯიქია ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარია. გახსოვთ ალბათ, ლია ყოჩიშვილზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მანქანას აჯახებდნენ, იქ იმყოფებოდა გია ჯიქია.აჭარის მაგალითი ძალიან შთამბეჭდავია, დაკომპლექტებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერებით, რომლებიც „ოცნებამ“ გადმოიბარა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობებში. კახეთი გურამ მაჭარაშვილს აბარია - „ხალხის ძალადან“, აქაც ნათესაური კავშირების სქემაა წარმოდგენილი.ვანში, ჩვენი შტაბის უფროსის, გიორგი სვანაძის მიმართ პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა განხორციელდა, რომ არჩევნების შემდეგ მას გაუსწორდებოდა, თუ პოლიტიკურ საქმიანობას არ შეწყვეტდა. პოლიციის უფროსი ირაკლი ლორთქიფანიძე გახლავთ, აღნიშნულზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მივმართეთ. ამასთან, მესტიის „ქეისზე“ გვაქვს ცესკო-ში საჩივარი შეტანილი, შორენა გვარლიანს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, ეს ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ხდება რეგიონებში. ერთდროულად ორი თანამდებობა უკავია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

პოლიტიკა 1729329428

უკრ
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.„ჩვენი 95 მებრძოლი კვლავ სახლშია. ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლსა და „აზოვსტალს“, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვისა და ხერსონის ოლქებს იცავდნენ. ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა რუსეთის ტყვეობიდან თავის ხალხს იხსნის, ჩვენ იმ დღეს ვუახლოვდებით, როდესაც თავისუფლება ყველას დაუბრუნდება, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბმა“ ტყვეების გაცვლის ორგანიზებისას გაწეული დახმარებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

მსოფლიო 1729327857

რუს
გრიგორი კარასინი - საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი გაშმაგდა - მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი თბილისში გაშმაგდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს.„საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ვინმე ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, თბილისში გაშმაგდა. თავისი უხეშობით და პირდაპირობით გამაოცა.ითქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქნება, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება. აღსანიშნავია, რომ ეს ითქვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში. იმის თქმა, რომ ეს დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს! რეალურად დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება ხდება. მსგავსი რამის მოთმენა ქართული სიამაყისთვის სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს.დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, იქ მათ მართებულობა უკვე დაივიწყეს“, - წერს კარასინი „ტელეგრამის“ არხზე.

პოლიტიკა 1729327791

კომისია
ჰელსინკის კომისია - საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.„საქართველოში პოლიტიკური ცვლილება აშშ-ის პოლიტიკას სერიოზულ გამოწვევას უქმნის. საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, საქართველოს მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.ჰელსინკის კომისია წერს, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.„აშშ-მა საქართველოში სტრატეგია უნდა განახორციელოს, რომელიც დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის დროს მთავრობაზე პირობით ზეწოლას მოიცავს. ამ მიდგომამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ პოზიციაზე, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებსა და ქვეყნის გაუარესებული დემოკრატიის დაცვას შეესაბამება. ამავდროულად, აშშ-მა ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაძლიერების მიზნით უნდა იმუშაოს, მათი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებების მიმართ ერთგულების ჩვენებით. ასეთ სტრატეგიას შეუძლია საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავებების გადალახვას ხელი შეუწყოს, რაც უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას დაეხმარება“, - აღნიშნულია ანგარიშში.კომისია აცხადებს, რომ „საკანონმდებლო მოქმედებები, როგორიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „MEGOBARI აქტია“, რომელიც დემოკრატიული რეფორმების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აკავშირებს, შესაძლოა, საქართველოს მიმართ აშშ-ის მომავალი პოლიტიკის მოდელი გახდეს“.     

პოლიტიკა 1729327750

ოპოზიცია
პეტრე ცისკარიშვილი - იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენელია - ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა

ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა და კიდევ ერთი დასტური იმ ადამიანებისთვის, რომელთა შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს კობახიძე და „ქართული ოცნების” ხელისუფლება - იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა [პარტნიორებთან] წარმოუდგენელია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჰელსინკის კომისიის დასკვნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც უკვე შეუძლებელი იქნება და ჩატეხილი ხიდი, რაც შეერთებულ შტატებთან არსებობს, ვეღარ აღდგება.„ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის კიდევ ერთი კრიტიკული დასკვნა და კიდევ ერთი დასტური იმ ადამიანებისთვის, რომელთა შეცდომაში შეყვანასაც ცდილობს კობახიძე და „ქართული ოცნების” ხელისუფლება. ესენი ხალხს ეუბნებიან: „როგორც კი დასრულდება ომი, როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, დასავლეთთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყება, გადაიტვირთება ის პრაქტიკულად ჩატეხილი ხიდი და დაძაბული, გაუარესებული ურთიერთობები, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს“. სინამდვილეში ეს „ოცნების“ პირობებში ვეღარ მოხდება. მათ იმდენად დააზიანეს ურთიერთობები და იმდენად ჩამოიხსნეს ნიღაბი, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაანახეს, რომ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური და საგარეო ღირებულებები და მისწრაფებები აქვთ, ვიდრე ქართველ ხალხს აქვს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა, შეწებება არის წარმოუდგენელი და ეს უბრალოდ, არ გამოვა. თუ „ქოცი“ რჩება ხელისუფლებაში, აღარ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებაც უკვე შეუძლებელი იქნება და ჩატეხილი ხიდი, რაც შეერთებულ შტატებთან არსებობს, ვეღარ აღდგება. ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, თუ რაღაც მექანიზმებით, გაყალბებით, ძალადობით, “ოცნებამ” შეძლო და ხელისუფლება შეინარჩუნა. მაგრამ სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ხვალ თბილისი ცენტრში იქნება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ამ რეჟიმს გააპროტესტებს და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თავის სათქმელს ეტყვის მთელ საქართველოს და დასავლელ პარტნიორებს. შემდეგ, 26 ოქტომბერს ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.გარდა ამისა ცისკარიშვილმა უპასუხა კითხვას ტექნიკური მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის ვალდებულება არჩევნებამდე არ არსებობს.„ქარტიაში არ წერია, რომ არჩევნებამდეა რაღაც ვალდებულება და მთავრობის დასახელება არჩევნებამდე უნდა მოხდეს. ქარტიაში წერია ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმის თაობაზე, რომლის ერთგულიც ვრჩებით და რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ნებისმიერი კონფიგურაციის მთავრობის პირობებში. დარწმუნებული ვარ, როდესაც ოპოზიცია გაიმარჯვებს და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ გავა პირველ ადგილზე, მოხდება ისეთი მთავრობის ფორმირება, რომლის პრიორიტეტები - „რუსული კანონის“ უკან გაწვევა, მართლმსაჯულების რეფორმა, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე უკან დაბრუნება და მოლაპარაკების გახსნა ბრიუსელთან, იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი. შესაბამისად, მთავრობის ფორმირება, საპარლამენტო რესპუბლიკებში, როგორიც ჩვენ ვართ, მას შემდეგ ხდება, რაც ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩეველი იტყვის თავის სიტყვას და პარტიები გადაინაწილებენ საპარლამენტო მანდატებს. შემდეგ ამის მიხედვით ხდება მთავრობის ფორმირება და ყველანაირი პოლიტიკური, სამართლებრივი და კონსტიტუციური ლოგიკა ამისკენ მიგვითითებს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ ახალი ანგარიში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია".ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ „აშშ-მა ორმხრივი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს, ასევე, დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის მექანიზმების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის დაბრუნების პირობით“.

პოლიტიკა 1729327718

ლელო
ბადრი ჯაფარიძე - პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში

ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას, - ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნას.როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ქართველმა ხალხმა არაერთხელ მტკიცედ განაცხადა, რომ მის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს საქართველო იხილოს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირში და ქართველი ხალხი ამ იდეის ირგვლივ სრულ კონსოლიდაციას განაგრძობს.შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის ყველა ეროვნული ძალის ამოცანა და მიზანი, რომ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება განახორციელოს და ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.„რა თქმა უნდა, ის განცხადება, რომელიც ახლა გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს მიერ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო განცხადება და ევროპული საბჭოს განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ქართველი ხალხის ოცნება, მიზანი მიღწეული იქნას. ელჩ ჰერჩინსკის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში და მათი ერთადერთი ამოცანაა, რომ რუსეთის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან. ცხადია, “ქართული ოცნების” მხრიდან მცდელობა, რომ კვლავ შეეცადოს ჩვენი თანამოქალაქეების მოტყუებას და გაცურებას, თითქოს მათ აქვთ რაიმე მცირედი მიზანი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ეს არის სრული სიყალბე, სიცრუე და ამის მხილებას ემსახურება ევროპული საბჭოს განცხადება, ამის მხილებას ემსახურება ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადება. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს სულელს უწოდებენ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ, ასეთ პოლიტიკურ ძალას არანაირი შანსი არ აქვს რაიმე დიალოგი აწარმოოს ევროკავშირთან. ამავდროულად, “ქართული ოცნების” ერთადერთი ამოცანაა, ნებისმიერი გზით დარჩეს ხელისუფლებაში და აღასრულოს მისი მიზანი, რომ ქვეყანა სამუდამოდ დააშოროს ევროპულ ოჯახს და ის გახადოს რუსული იმპერიის შემადგენელ ნაწილად. ეს არის მკაფიოდ გაცხადებული მიზანი იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”, იმ განცხადებებიდან, რომელსაც აკეთებს “ქართული ოცნება” და ჩვენი მეგობრების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამოცანაა, რომ ამხილოს “ქართული ოცნების”, ეს მზაკვრული გეგმა და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ევროკავშირის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ, სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს მათ ნაბიჯებში, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს ევროპული მომავალი. ახლა არის ცხადი, რომ ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსული ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას, რომელიც ყველა ძალ-ღონით ცდილობს ქვეყანა დააბრუნოს რუსულ იმპერიაში და დავბრუნდეთ ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.მისი თქმით, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, ნომერი 9 გამორჩეულია სწორედ იმით, რომ პასუხისმგებლობას იღებს, ქვეყანა ძალიან სწრაფად დააბრუნოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, სწრაფად დაიწყონ ყველა რეფორმის განხორციელება, რომელიც ამ გზაზე სწრაფი სვლისთვის არის აუცილებელი.„ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამოქალაქეებს ესმოდეს, რაოდენ გადამწყვეტია თითოეული მათგანის ხმა იმისთვის, რომ ქვეყანამ არ დაკარგოს ეს უნიკალური შანსი და არ დაბრუნდეს რუსული იმპერიის კლანჭებში. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 20 ოქტომბრის მშვიდობიან მარშს, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ერთად დავდგეთ, ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა ჩვენი თანამოქალაქეების მიზნის მიღწევის, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. ამიტომ ყველას გელით 20 ოქტომბერს მშვიდობიან გზაზე“, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. საბჭო მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

პოლიტიკა 1729256318