სემეკში საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა

სემ

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა.  ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე  საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასებისმოსწავლეები.

სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ  სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე:

„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიის არჩევისას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, შესაბამისად, დარგის განვითარება ხელს შეუწყობს უფრო მეტი სარგებლის მოტანას როგორც სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დღეს, მოსწავლეებს ლექციის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მივაწოდეთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საჯარო ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ ინოვაციური ელექტრო მოწყობილობების შესაძლებლობებს, დაათვალიერესმზის პანელები, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება სემეკისელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია წარადგინა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.

უახლესი
გერმ
გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩიეს

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი აირჩია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.გერმანიის პარლამენტმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერი, ფრიდრიხ მერცი კანცლერად ხმის მიცემის მეორე ტურის შედეგად აირჩია.მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.შეგახსენებთ, დღეს, გერმანიის პარლამენტმა ხმის მიცემის პირველ ტურში ფრიდრიხ მერცი კანცლერად ვერ აირჩია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის პირველ ტურში მხარი 310-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მას ბუნდესტაგის წევრების უმრავლესობის, 316 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

მსოფლიო 1746547026

 ომის მონაწილეები
მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.„განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა”, - აღინიშნება ინფორმაციაში.

საზოგადოება 1746546975

ნატო
ნატოს ოფიციალური პირი - ნატო-ს მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით - ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები

ნატო-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალურმა პირმა „ინტერეპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ამასთან, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფორმების პროგრესი პრიორიტეტად უნდა აქციოს, მათ შორისაა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გაძლიერება. ნატო-ს მოკავშირეები მნიშვნელოვნად არიან შეშფოთებულები საქართველოს ტრაექტორიასთან დაკავშირებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მის დროს და შემდეგ უცხოური გავლენის შესახებ კანონის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის მიღების და პოლარიზაციის გაზრდის შემდეგ. ისინი ასევე შეშფოთებულნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით.ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში.ნატო კვლავაც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი იძულებით გამოყოფის მცდელობა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით; და შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ყველა სუვერენულ ერს, მათ შორის საქართველოს, აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები და რუსეთს არ აქვს უფლება, კარნახობდეს ამ არჩევანს.ნატო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმებსა და თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე, კარგად გაწვრთნილი და განათლებული თავდაცვის ძალების შემდგომ განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ ქვეყნის უსაფრთხოება და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში,“ - განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ

პოლიტიკა 1746521239

ჯო უილსონი
ჯო უილსონი - „MEGOBARI აქტი" ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებისთვის და უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ

ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის, - ამის შესახებ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.უილსონის თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ "კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა" მათი ქვეყანა დაანგრიოს.„500 დღის განმავლობაში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის საქართველოს ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა თავისი მძიმე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი ძირს უთხრის, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდოს, კერძოდ გადასცეს პორტი, რომელიც ქართველი ხალხის უნდა იყოს“, - განაცხადა ჯო უილსონმა.მისი თქმით, ქართველი ხალხი მსოფლიოში ყველაზე პრო-ამერიკელი ხალხია.„მქონდა პატივი, რომ ჩემს შვილებს ავღანეთსა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ემსახურათ და ენახათ, თუ როგორი მამაცები არიან ისინი. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზაცია დაიწყო და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ამერიკული კომპანიების შეთავაზებები უარყო და 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან მასთან აფილირებულ კომპანიებს გადასცა. ეს კი ამერიკის შუა დერეფანთან და ცენტრალურ აზიაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე წვდომას ბლოკავს. რეჟიმი პროპაგანდას ყოველდღიუარად იყენებს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპმს „დიფ სთეითის“ მარიონეტებად აცხადებს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ბანდიტების წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებებისთვის და ასევე, უზრუნველყოფს ორმხრივი კავშირების გამყარებას საქართველოს მის კონსტიტუციურ კურსზე დაბრუნების დადასტურების შემდეგ. მოგიწოდებთ, ამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროთ“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

პოლიტიკა 1746506919

აშშ
კონგრესმენი სტივ კოენი - „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს - „ქართული ოცნება“ დასანქცირდება

აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა, ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა, - ამის შესახებ კონგრესმენმა, სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.კონგრესმენის თქმით, „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ქვეყანას აშშ-ს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს.„საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მეგობარია. მე საქართველოში არჩევნებზე ვიმყოფებოდი, როდესაც მათ 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ აირჩიეს. მაგრამ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა. ოცნება საქართველოში აღარ არსებობს და ამ ქვეყანას ჩვენს მოწინააღმდეგეებთან აახლოებს. არალეგიტიმურმა „ქართული ოცნების“ პარტიამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2024 წლის არჩევნები გააყალბა და მას შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არბევს, მათ შორის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების აკრძალვით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და სასამართლო პროცესის ბოროტად გამოყენებით მომიტინგეების უკანონოდ დაკავებისთვის. დემონსტრანტები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ“, - განაცხადა სტივ კოენმა.მისი თქმით, „MEGOBARI აქტი“ საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს.„აშშ საქართველოში თავისუფლებას ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ არის. ეს კანონპროექტი ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა. ეს კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების შეფასებას ითვალისწინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და კორუფციის ხელშეწყობაზე. მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება და „ქართული ოცნება“ დასანქცირდება. რაც ხდება, ფაქტობრივად რევოლუციაა, სადაც პარტიის ხელმძღვანელ ივანიშვილს რუსეთში ინვესტიციები აქვს და ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს. კანონპროექტი საქართველოსთან ძლიერ ურთიერთობას ითვალისწინებს, როდესაც ის კონსტიტუციითა და ხალხის მოთხოვნით დადგენილ კურს დაუბრუნდება“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

პოლიტიკა 1746506886

რუს
მოსკოვის მერი - საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს, განადგურებულია 19 დრონი

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ხუთი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში.მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია კიდევ 14 დრონის ჩამოგდების შესახებ.მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კაშირსკოეს გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა.ამასთან, შეზღუდვები დააწესეს "დომოდედოვოსა" და "ჟუკოვსკის" აეროპორტებში, სამარას ოლქის „კურუმოჩის“ აეროპორტში, კალუგის, ვოლგოგრადისა და სარატოვის აეროპორტებში.

კონფლიქტები 1746506832