ცოტნე გამსახურდიას მიმართ უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს, გაგა მკურნალიძეს ბრალდება წარედგინა

პროკ შენობა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს გაგა მკურნალიძეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 28 ოქტომბერს ცოტნე გამსახურდია დააკავეს და შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით მას 9 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარკვეული პერიოდი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, იგი გადაყვანილ იქნა იმავე დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულებაში. დაწესებულებაში ყოფნისას გამსახურდიასთვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა ცემა/წამების ფაქტებს, რის გამოც მან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართა. იგი ასევე ცდილობდა, საკუთარი ადვოკატების მეშვეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ხმა მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, რის გამოც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ შეეზღუდა წერილების მიღება-გაგზავნა და სატელეფონო კომუნიკაცია.

დაწესებული უკანონო შეზღუდვების მიუხედავად ცოტნე გამსახურდია არ წყვეტდა მცდელობას, დაეცვა მისი და სხვა მსჯავრდებულების უფლებები. ამ მიზნით მან ამავე დაწესებულების კონტროლიორს სთხოვა მისი წერილების დედისთვის გადაცემაში დახმარება. კონტროლიორმა ცოტნე გამსახურდიას თხოვნის შესახებ N18 დაწესებულების დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილს შეატყობინა, რომელმაც თავის მხრივ, მიღებული ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს გააცნო.

ვინაიდან გაგა მკურნალიძე უკმაყოფილო იყო გამსახურდიას ქმედებებით და მისი მცდელობით, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიეწვდინა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, გადაწყვიტა მისი დასჯა. კერძოდ: 2010 წლის 7 ივნისს კონტროლიორს და გიორგი ბუთლიაშვილს მისცა უკანონო დავალება, რომ კონტროლიორს დაეწერა პატაკი ამავე დაწესებულების დირექტორის სახელზე, თითქოსდა ცოტნე გამსახურდიამ შესთავაზა ქრთამის სახით 1000 ლარი, თუ იგი მიაწვდიდა ინფორმაციას დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მიმართ ცემა/წამების ფაქტებზე, რაზედაც თავდაპირველად კონტროლიორმა უარი განუცხადა, თუმცა მკურნალიძის მუქარის შემდგომ იგი დათანხმდა წინასწარ შემუშავებული გეგმის განხორციელებაში მონაწილეობას.

გაგა მკურნალიძის გეგმის მიხედვით, N18 დაწესებულების კონტროლიორს უნდა ეთქვა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიასთვის, რომ შვილი ჰყავდა ავად და ესაჭიროებოდა ძვირად ღირებული მკურნალობა, რისი ფინანსური საშუალებაც მას არ გააჩნდა, რათა მსჯავრდებულს მის მიმართ გასჩენოდა სიბრალულის გრძნობა და დახმარების მიზნით შეეთავაზებინა გარკვეული თანხა. ეს ყოველივე კი ჩაიწერებოდა ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში და წარმოჩინდებოდა, როგორც ქრთამის შეთავაზება-მიცემის ფაქტი.

კონტროლიორის მიერ, გაგა მკურნალიძის კარნახით დაწერილი ყალბი პატაკის საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, 2010 წლის 7 ივნისს დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიებები. 2010 წლის 8 ივნისს ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით აღჭურვილი კონტროლიორი შეხვდა მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას და მათ შორის გამართული საუბრის შემდეგ ამ უკანასკნელს გამოართვა წერილები დედისთვის გადასაცემად.

კონტროლიორის მიერ მსჯავრდებულის თხოვნით, 2010 წლის 13 ივნისს გადაცემული წერილებიდან ერთ-ერთ წერილში მოკითხვასთან ერთად, მსჯავრდებული სთხოვდა წერილის ადრესატს, წერილის მომტანისთვის საჩუქრად გადაეცათ 500 ლარი, რაც კონტროლიორმა საბოლოოდ მსჯავრდებულის მეგობრის მეშვეობით მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემული თანხა არ წარმოადგენდა წინასწარ შეპირებულ ქრთამს და განპირობებული იყო ,,მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში“ მყოფი კონტროლიორის დახმარების სურვილით, გამოძიების მიერ მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას ქმედება შეფასდა, როგორც ქრთამის მიცემა და 2010 წლის 7 ივლისს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2015 წლის 22 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა მორიგების საფუძველზე დასრულდა ცოტნე გამსახურდიას დაცვის მხარესა და სახელმწიფოს შორის არსებული დავა, რა დროსაც საქართველოს მთავრობამ აღიარა გამსახურდიას მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა, მიკერძოებული გამოძიება და იკისრა 2500 ევროს გადახდის ვალდებულება მომჩივნის სასარგებლოდ.

გამოძიების პროცესში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სამართალწარმოების პროცესში მსჯავრდებულის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და შესაბამისი შუამდგომლობა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის მიზნით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის საფუძველზეც 2017 წლის 23 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. საქართველოს პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით წარუდგინა“,- ნათქვამია განცახდებაში.

უახლესი
ზარქუა ზოგადი
ირაკლი ზარქუა - გინდათ მათქმევინოთ, რომ ელჩი დანიგანი არ დაემორჩილა ადმინისტრაციას, რადგან ტრამპის წერილი არ გამოაქვეყნა და ამის გამო იძულებული გახდა წასვლის გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ

წავიკითხეთ, რომ ელჩი დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეში მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა სამწუხაროდ, მან ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.მისი თქმით, მისია, რაც დანიგანს და ზოგადად, ელჩებს აქვთ და რომელიც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გაუგებრობის აღმოფხვრას გულისხმობს, მან ვერ შეასრულა.„მინდა პენსიაზე წარმატება ვუსურვო. მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო. ახალ ელჩს დაველოდებით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. ამიტომ, გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, - განაცხადა ზარქუამ.რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეიძლება დანიგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს იმას, რომ საელჩომ დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილი წერილი არ გაასაჯაროა, ზარქუას თქმით, ამას არც დაადასტურებს და არც უარყოფს.„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები იყოს. ასე ვართ ჩვენს, ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? - ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც უარვყოფ“, - განაცხადა ზარქუამ.ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ პენსიაზე გავიდეს. როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.

პოლიტიკა 1749125099

პარლ თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები - დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინაა სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის აქვს ჩასაბარებელი

დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, დასავლეთში კრიტიკას ხვდებიან „გაბუტული პოზით“, არადა თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა“.„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არა. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებას და ფაქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართულია შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.„როგორც ჩანს შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ მოიცავს ორ საკითხს: ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები და ამ პრივილეგიების საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კია გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, როცა მათ კომენტარებს ვუსმენთ. როცა დიპლომატი დაკავებულია ხელისუფლების მიმართ თავდასხმებით, თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როცა დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.ზოგიერთი დიპლომატი საქართველოსი, ელჩი თუ საელჩოს სხვა თანამშრომელი ჩვეულებრივ, რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს. თუ ამ ნაბიჯზე მიდიან, ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც, სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობთ. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში... კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში. ის ელჩები, რომლებიც ქართველ ხალხზე თავდასხმით არიან დაკავებულები, აიტანონ კრიტიკა.ჩემი ფუნქციაა ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომლებსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლიტიკა 1749118540

ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე - საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული - ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

რა შუაშია ცენზურა?! საინფორმაციო გამოშვებაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება! თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“, ახალი კანონით, არც ეს ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.კობახიძის თქმით, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ კომისიას მიმართონ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მრავალი წელია მედია სტანდარტები დადგენილია, მაგრამ აქამდე კანონმდებლობაში მისი აღსრულების მექანიზმები არ არსებობდა.„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი - რა შუაშია აქ ცენზურა?!ეს სტანდარტი საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტმა აღსრულების მექანიზმები დაწერა. შესაბამისი ორგანიზაციისადმი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდება.რა შუაშია ცენზურა?! ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - პირიქით! იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა ობიექტურობის სტანდარტი იყო დაცული. კულტურის უზრუნველყოფა ცენზურა არ არის! თქვენთვის ეს შეიძლება ცენზურა იყოს, მაგრამ აქ საუბარია საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე.კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება - მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით კონკრეტული ტერმინები გამოიყენება, მეორე მიმართულებით მეორე მხარესაც კონკრეტული ტერმინები გამოიყენება. თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“ ახალი კანონის მიხედვით, არც ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მიმართვა იმაზე გავაკეთეთ. როცა პარტია მიმართავს, რა თქმა უნდა, მას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ.ეს რა თქმა უნდა, კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცენზურაზე ისაუბრონ, რაც ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის გამოყენებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ, მათაც შესაბამისი კომისიას უნდა მიმართონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, მივა თუ „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიებში, კობახიძემ განაცხადა, რომ მათი საქმეა, სად მივლენ და სად - არა.„როცა სტუმრობაზეა საუბარი, თუ მოწვევა იქნება, ამ შემთხვევაში ტელევიზია თავისი მხრიდან ბალანსს არ დაარღვევს. აქ საქმე მარტივადაა“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ."ქართულმა ოცნებამ“ “ტვ პირველს“, “ფორმულას“ და ასევე “მთავარის“ ინტერნეტ პორტალს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. “ქართული ოცნება“ აღნიშნულ მედია საშუალებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიების ინფორმაციით, სახელისუფლო პარტია მათ ტერმინების: - "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო უჩივის.

პოლიტიკა 1749118513

მთავარი
ნიკა გვარამია - მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა, ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით!

მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია აღნიშნავს, არ ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, რისთვის იბრძვიან.„მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ, “გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას“ მოეშვით! კიდევ აქეთ რომ გვაწვებით იმათ, ვინც ერთადერთ სწორ, მაგრამ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ და ამის გამო ვრჩებით ფინანსების გარეშე და ლიდერებით ციხეში. არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან. არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით: რეჟიმი უნდა დაემხოს!“ - წერს გვარამია.

პოლიტიკა 1749118467

აშშ ელჩი
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი - მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე - ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია

მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.როგორც დანიგანი აღნიშნავს, მისი გაწვევა მის მთავრობას არ მოუთხოვია.ამასთან, მისი განცხადებით, განაგრძობს "დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ".„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე. საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად.ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია.მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ გამოვცადეთ ქართველი ხალხის გასაოცარი სიკეთე და სითბო. არ აქვს მნიშვნელობა ამ საოცრად ლამაზი ქვეყნის რომელ მხარეში ვმოგზაურობდით, ყველგან გვხვდებოდნენ შეუდარებელი ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული ქართველის გულით, სულითა და ენთუზიაზმით. დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ძირეული ღირებულებები, რაც ამერიკელებსა და ქართველებს აერთიანებს, უზრუნველყოფს ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობისა და მეგობრობის გაგრძელებას.მე განვაგრძობ დაუღალავ შრომას ჩვენ შორის კავშირების გასამყარებლად, სანამ ივლისში საქართველოს დავტოვებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

პოლიტიკა 1749118408

ბოკერიას პარტია
გიგა ბოკერია - შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დისკუსია თუ სურდა, თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი - რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის

წულუკიანს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ეხმაურება თეა წულუკიანის მიერ საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გიგა ბოკერიას, ლევან რამიშვილს, თეა თუთბერიძეს, გიორგი კანდელაკს, ჩიორა თაქთაქიშვილს თუ აქვთ სურვილი „კომისიაზე მობრძანდნენ, კარი ღიაა, ნუ დაელოდებიან მოწვევას“.გიგა ბოკერიას თქმით, "პოლიტიკურ მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებს."ქალბატონი წულუკიანისგან სიძულვილის, ცილისწამების და პუტინისტური პროპაგანდის მორიგი ბოდვა მოვისმინეთ: მთავაზობს, რომ ჩემი ინიციატივით გამოვცხადდე ე.წ. კომისიაზე.რეჟიმის შავრაზმული სიძულვილის წარჩინებულ მქადაგებელს ჩემთან დებატი და დისკუსია თუ სურდა, ყველა ჯერზე ინტერაქტიული დებატებისთვის თავი არ უნდა აერიდებინა, როცა პარლამენტში ვიყავი.რაც შეეხება ამ სამარცხვინო პოლიტიკურ მასკარადს კომისიის სახით, ჩემი პოზიცია იგივე რჩება: ამ პარლამენტის პოლიტიკურ ლეგიტიმურობას არ ვცნობ, ამ კომისიის და ამ პროპაგანდის ამოცანად მიმდინარე კრიზისის წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებად გარდაქმნის მცდელობად მივიჩნევ, რასაც არ ვაპირებ ხელი შევუწყო.პოლიტიკური ამოცანებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება და პოლიტიკური დევნა, რაც მათ შორის ამ კომისიის გამოყენებით მიმდინარეობს და რის შედეგადაც დამატებით რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა.ამავე დროს, ის, რის გამოც გრძელდება პროტესტი საქართველოში, უკავშირდება კიდევ უფრო დიდ რამეს, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა. ის შეეხება ჩვენს საერთო მომავალს, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს, რომელსაც გარე მტერთან, რუსეთთან ერთად საფრთხეს ივანიშვილის რეჟიმი უქმნის.და სულ ბოლოს - განვმეორდები: ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ მომხრეებსაც დასცინის, როცა არ მიბარებს მე და იბარებს და იჭერს რეჟიმის იმ ოპონენტებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონია წინა ხელისუფლებასთან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

პოლიტიკა 1749062794