1746206235 • საზოგადოება
სუს-ი - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებშია გაწევრიანებული - ის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელი მოწყობილობების კუთხით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა.
კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია.
„პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინა არ წავა „მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად“, ერთ-ერთი წითელი ხაზი ნატო-ში მისწრაფებაა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.„პირველ რიგში, არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსულად აღიარებაზე“, - განაცხადა სიბიგამ.მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რიცხოვნების შეზღუდვაზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების განლაგების შეზღუდვაზე.„მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსების არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ“, - განაცხადა სიბიგამ.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მოკავშირეებს შორის უკრაინის ნატო-ში გაწვერიანების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, კიევი მომავალში „აქტიურად იმუშავებს მის მისაღწევად“.„რუსეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას არ აქვს და არ ექნება ჩვენს არჩევანზე ვეტოს უფლება”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კონფლიქტები • 1746206290

საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული.ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს.„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი” (მედიის კვლევების ცენტრის) მთელი საქართველოს მაშტაბით მედია გარემოს მონიტორინგს ახორციელებს, სწავლობს ჟურნალისტების სამუშაო პირობებსა და მათი უფლებების დარღვევის ინციდენტებს აღრიცხავს.კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…) აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი; 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან: ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი; პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან: პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, - ნათქვამია ანგარიშში.
საზოგადოება • 1746206235

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს.წყაროების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევები გრძელდება. მათ უარი თქვეს დეტალურად აღწერაზე თუ რა ვარიანტები განიხილება და აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
მსოფლიო • 1746206071

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, ნაცვლად ყველა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ერთი მომსახურების ცენტრის არსებობის ვალდებულებისა, მელიორაციის კომპანიას ექნება ვალდებულება მინიმუმ ერთი მომსახურების ცენტრი იქონიოს იმ რეგიონში/მხარეში სადაც ახორციელებს მომსახურებას.აღსანიშნავია, რომ სემეკის რეგულაციიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში მელიორაციის კომპანიის მომხმარებლებს შეეძლებათ იუსტიციის სახლის მეშვეობით, განაცხადით მომართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვონ გარკვეული მომსახურებების მიღება, რამაც შესაძლებელი გახადა წესებში განხორციელებულიყო ცვლილება მომსახურების ცენტრების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით - ეს ის შემთხვევაა, როცა ხარჯების შემცირება ხდება, მომსახურების პირობის გაუმჯობესებით.ასევე, ცვლილება ითვალისწინებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ვალდებულებას დაიცვას და შეუფერხებლად განახორციელოს საირიგაციო სისტემის საექსპლუატაციო-სარემონტო სამუშაოები. ამ სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდები, მოცემული უნდა იყოს ყოველწლიურად დამტკიცებულ მიწოდების რეჟიმებში, ასევე აღნიშნულის შესახებ წინასწარ უნდა მოხდეს მომხმარებელთა, ინდივიდუალურად სმს ინფორმირება.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, წესებში შესული ცვლილებებით, განისაზღვრა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები. კერძოდ, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილია, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ 3), სეზონურობის ან/და სხვა სახით.გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს მომდევნო საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალური არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.
საზოგადოება • 1746099278

მთავარი არხის სატელევიზიო მაუწყებლობა დღეს საბოლოოდ შეწყდა. არხი განცხადებას ავრცელებს და მაყურებელს მადლობას უხდის.28 აპრილს არხის თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან გიორგი გაბუნიასგან მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ტელეკომპანია საქმიანობას სრულად აჩერებს.ბოლო პერიოდში მთავარ არხზე არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ ღიად საუბრობდა გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია, რომელიც შექმნილ ვითარებაში არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს, გიორგი ქურდაძეს ადანაშაულებდა. მისი თქმით, მაუწყებლობაში არსებული ფინანსური პრობლემები ხელოვნურად შეიქმნა.
საზოგადოება • 1746088953

აშშ-ისა და უკრაინის მიერ გაფორმებული იშვიათი მეტალების შესახებ შეთანხმება 57 სახის სასარგებლო წიაღისეულისა და აშშ-ის სამხედრო დახმარების საკითხს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ავრცელებს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და უკრაინის მთავრობებს შორის გაფორმებული „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმება პოლიტიკურ პარამეტრებს განსაზღვრავს, კერძოდ, თანამშრომლობას მინერალური რესურსების განვითარების, სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვისა და ამერიკული დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების საკითხებში, რომელსაც უკრაინა მომავალში მიიღებს.მედიის ცნობით, ბევრი დეტალი, მათ შორის პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე, „ტექნიკურ შეთანხმებაში“ ჩაიწერება, რომელიც ამ ეტაპზე ხელმოსაწერად მზად არ არის.შეთანხმების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის სია, რომლის მოპოვებასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, შესაძლოა მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგად გაფართოვდეს. ამასთან, შეთანხმება სხვა სახის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და მისგან მიღებულ შემოსავლებს არ არეგულირებს და ასევე, არ ვრცელდება უკრაინის ინფრასტრუქტურიდან მიღებულ შემოსავლებზე.„თუ [აშშ-ის მთავრობა] უკრაინის მთავრობას რაიმე ფორმით ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს (მათ შორის, იარაღის სისტემების, საბრძოლო მასალის, ტექნოლოგიების გადაცემით ან წვრთნების გზით), ფონდში აშშ-ის შენატანი მსგავსი სამხედრო დახმარების მიახლოებითი ღირებულებით გაიზრდება“, - ნათქვამია შეთანხმებაში.შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“.
მსოფლიო • 1746088795