დავით მათიკაშვილი ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტზე - ეს ვიზიტი რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის დასტური, რომ არაფრად ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებისთვის

პოლიტიკა 1745323629
მათიკაშვილი ახლო კადრი

ქვეყნის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი, ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება - სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათი მცდელობები, საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაზე, ჩამოშლილია.

მათიკაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმები არის განულებული.

„ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არანაირი ვიზიტი. ლეგიტიმაციას ანიჭებს საზოგადოება და ხალხი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად, თავისი საკუთარი აზრი საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა. ეს პირიქით, რადიკალი ოპოზიციონერებისთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საერთოდ ეს აბსურდი, რაშიც ცდილობდნენ რომ გაეხვიათ როგორც ქართულო საზოგადოება, ისე მსოფლიო თანამეგობრობა, არის ჩამოშლილი და საერთოდ არაფრად არ ღირს მცდელობა, ლეგიტიმაციის პრობლემები შეექმნათ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯია და არა ერთი, როდესაც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ხვდებიან ჩვენი ქვეყნის მთავრობის კონკრეტული წარმომადგენლები. აქ აბსოლუტურად ყველაფერია ამით ნათქვამი.

რაც შეეხება ოპოზიციას - სრულ ისტერიკაში არიან ცალკეული ოპოზიციონერები, მათი მხარდამჭერები და დავალებების მიმცემები ქვეყნის ფარგლებს გარედან. სრული ისტერიკა აქვთ გამართული. ამ ყველაფერში კარგად ჩანს, რა უსუსური და არაფრის მომცემია ის გზა, რითაც დადის რადიკალიზმი და მათი უილსონის მსგავსი მხარდამჭერები, ქვეყნის ფარგლებს გარედან. მათი გეგმები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არის განულებული. ვერ შექმნიან იმ მოცემულობას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში, უბედურებაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

უახლესი
ნატო
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა”, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს.“ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას”, - აღნიშნულია ანგარიშში.ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.“ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან“, - აღნიშნული ჩანაწერი ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში იყო დაფიქსირებული.

პოლიტიკა 1745585554

აშშ
მედია - კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.„რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს მასპინძლობს“, - განაცხადა პესკოვმა.რუსული მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევიც მონაწილეობენ.ცნობისთვის, ეს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის მეოთხე შეხვედრაა.

მსოფლიო 1745585483

აშშ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება - ის, ვინც ტურისტულ ვიზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინოს, მომავალში ვიზას და აშშ-ში მოგზაურობის უფლებას ვეღარ მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.განცხადების თანახმად, „ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს“.„ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო 1745585426

აშშ
მედია - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი რუსეთში დაეშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.ცნობისთვის, ეს რუსეთში სტივ უიტკოფის მეოთხე ვიზიტია. ბოლოს ის ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს შეხვდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოთხსაათნახევარს გაგრძელდა.

მსოფლიო 1745570556

სახელმწიფო მდივნა
მარკო რუბიო - უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ გზა ვაჩვენეთ, ახლა მათ „დიახ“ უნდა თქვან

უკრაინასა და რუსეთს მშვიდობისკენ გზა ვაჩვენეთ, ახლა მათ „დიახ“ უნდა თქვან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ვარიანტები, რათა ომის დასასრულებლად საჭირო საკითხები განეხილათ. ამ ომის დასრულება შესაძლებელია. თანხმობა ორივე მხარემ უნდა განაცხადოს. ჩვენ მათ წინსვლისთვის გზა ვაჩვენეთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან ის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს.„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ მათ ფინიშის ხაზი ვაჩვენეთ, მაგრამ იქამდე ორივე ქვეყანა უნდა მივიდეს. ახლა ორივემ „დიახ“ უნდა თქვას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კონფლიქტები 1745570528

პრემიერი
ირაკლი ღარიბაშვილი კითხვაზე: შეიძლება თუ არა პოლიტიკაში დაბრუნდეს და ოპოზიციური პარტია შექმნას - მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია

ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს”.ღარიბაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკას ტოვებს და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.“რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ.მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ.თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიტიკა 1745570464