მარკო რუბიო - რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით, ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები

აშშ

რუსეთმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, პირობა დადო, რომ აშშ-ს გაუგზავნის პირობებს, თუ რა იქნება საჭირო უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, რუსები აპირებენ შეადგინონ პირობები, თუ რა იქნება საჭირო ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს. ველოდებით ამ პირობებს და შემდეგ ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები“, - აღნიშნა რუბიომ.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონის მოსკოვთან და კიევთან საუბრის შესაძლებლობას.

„მას [დონალდ ტრამპს] სურს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ორივე მხარეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა მშვიდობისკენ სვლის კუთხით. როგორც კი გარკვეულ ქმედებებს განახორციელებ, კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეზე გავლენას დაკარგავ“, - აღნიშნა რუბიომ.

უახლესი
ექსპერი
გია ხუხაშვილი ოპოზიციას - რას იყოფთ ბატონებო? ზურაბიშვილმა როგორ უნდა გაგაერთიანოთ, თუ ერთმანეთის მიმართ ზიზღს ასხივებთ? ან შემდეგი ნაბიჯები ხომ უნდა გქონდეთ გათვლილი? ვაშაძე ახლა რომ ფიქრობს, მოფიქრებული უნდა ჰქონდეს

თუ პრაქტიკული პოლიტიკით მიდიხარ, თვლი, რომ მაგარი პოლიტიკოსი ხარ და ამ ხელისუფლებაზე, წულუკიანზე უკეთესად შეგიძლია წაიყვანო დებატები, მიდი შე კაი ადამიანო, უთხარი, რომ არ აღიარებ [კომისიას], რომ ფარსია, მაგრამ აბა, რა კითხვები გაქვთ მკითხეთ - რა პრობლემა ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს?! მისულიყვნენ და იქვე დაეხურებინათ თავზე ყველაფერი მათთვის, ხალხს თვალებში ჩაეხედა ამ პოლიტიკური მტრებისთვის და რასაც იმსახურებენ, ის ეთქვათ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე რომ მისულიყვნენ, „ამით ისინი მხოლოდ მოიგებდნენ“.„ახლა რაც ხდება, ეს არის აბსურდი. შენ თუ არ აღიარებ ხელისუფლებას, შესაბამისად, კომისიის ლეგიტიმურობას არ აღიარებ და არ თანამშრომლობ მასთან, ეს დისიდენტური არჩევანია. შესაბამისად, როდესაც ამ ნაბიჯს დგამ, შენ ხომ უნდა იცოდე, რომ მათ მიიღეს კანონები, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა ართანამშრომლობაზე? შემდეგი ნაბიჯებიც ხომ უნდა გქონდეს გათვლილი? ახლა ვაშაძე რომ ფიქრობს, მოფიქრებული უნდა გქონდეს ხელისუფლების შემდგომ ნაბიჯებზე რას გააკეთებ. იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ამ კანონებს ტყუილად იღებდა და სინამდვილეში არ გამოიყენებს, ეს ხომ პოლიტიკური ინფანტილიზმია? შენ თუ ირჩევ დისიდენტურ გზას და არ თანამშრომლობ კომისიასთან, ლოგიკურია, რომ გირაოს გადახდის სახითაც არ უნდა ითანამშრომლო. ხელისუფლებას თუ არ აღიარებ, გირაოს გადახდაც გარკვეულწილად ირიბი თანამშრომლობის ფორმაა.საზოგადოებაში გვაქვს ასეთი მოცემულობა - რატომ გვაქვს ასეთი სავალალო მდგომარეობა? იმიტომ, რომ მუდმივად ვაკვირდებით ორ მონოლოგს. ხელისუფლება თავისი პროპაგანდის მეშვეობით თავის „სიმართლეს“ ღაღადებს, აქეთ, ოპოზიცია თავის სიმართლეს. კლინჩი არ დგება, სადაც ადამიანებს პირდაპირ დიალოგში მიეცემა საშუალება, მტყუან-მართალი გაარჩიოს, კი არ აიბურდოს ამ პროპაგანდა-კონტრპროპაგანდაში, არამედ გაარჩიოს.მე ვეთანხმებოდი გახარიას მისვლას. გახარიამ კარგად დაიწყო, სხვათა შორის. მან თქვა, რომ ის თვლიდა, ეს ყველაფერი ფარსია და თუ უნდათ, მართლა რაღაც გაარკვიონ 20 ივნისზე, მაშინ ყველა ფიგურანტი უნდა მოიყვანონ - ბიძინა ივანიშვილი, გომელაური, კობახიძე, როგორც გავრილოვის ჩამომყვანი და ა.შ. თუ ისინიც იქნებიან ამ კომისიის ინტერესის სფეროში, მაშინ ის მზად არის, რომ ვილაპარაკოთ ამ თემებზე და გავარჩიოთ, რა მოხდა 20 ივნისს. თუ კომისია მათ არ ეძახის და მარტო მისი გატარება უნდა, მაშინ ეს კომისია ფარსია და სულ კარგად იყავით...თუ პრაქტიკული პოლიტიკით მიდიხარ და შენ თვლი, რომ მაგარი პოლიტიკოსი ხარ და ამ ხელისუფლებაზე, წულუკიანზე უკეთესად შეგიძლია წაიყვანო დებატები, მიდი შე კაი ადამიანო, უთხარი, რომ შენ არ აღიარებ, მიგაჩნია, რომ ფარსია, მაგრამ აბა, რა კითხვები გაქვთ მკითხე. რა პრობლემა ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს?! აბსურდზე ედავებიან. მისულიყვნენ და იქვე დაეხურებინათ თავზე ყველაფერი მათთვის, ხალხს დაენახა, თვალებში ჩაეხედა ამ პოლიტიკური მტრებისთვის და რასაც იმსახურებენ, ის ეთქვათ. ამით ისინი მხოლოდ მოიგებდნენ. ეს პრაქტიკული პოლიტიკის გზაა. მე შეიძლება ძალიან პატივს ვცემდე გვარამიას, როდესაც პრინციპულია, მაგრამ ეს არის ჩემი მისდამი პიროვნული დამოკიდებულება. იგივე მელიაზე, თუ დაიჭირეს. პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით, ისიც ვიცი, რომ ციხეში მჯდომი გვარამიას გამო, ამ ქვეყანაში რევოლუცია ნამდვილად არ დაიწყება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.გარდა აღნიშნული თემისა, ხუხაშვილმა ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომელმაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია, იღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში „გვერდითა თემებზე იწყება დისკუსია იმის ნაცვლად, რომ ფიქრობდნენ, როგორ მიაღწიონ არჩევნების დანიშვნას“.„რატომ დადგა ამ კითხვაზე პასუხის დრო? პოლიტიკური მოტივი არ მესმის. ეს ყველაფერი რას ემსახურება? თუ იმას ემსახურება, რომ ამომრჩეველი ვიღაცას წაართვას, მისი ამორალური მხარე აჩვენოს, თვითონ უფრო უკეთესად გამოიყურებოდეს და ამომრჩეველი მოიხმოს, ან ეს რაში სჭირდება? გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების პერსპექტივა არ ჩანს. ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, როგორ მიაღწიონ არჩევნების დანიშვნას, როგორ დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე, როგორ მიაღწიონ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, იწყება დისკუსია ასეთ გვერდითა თემებზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საერთო დღის წესრიგი ამ სამ ძირითად თემასთან დაკავშირებით, დღეს პოლიტიკოსები იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ და საუბრობდნენ, რა განსხვავებებია მათ შორის, არამედ რა აერთიანებთ, რა აქვთ საერთო. კონსოლიდაციას უნდა აჩვენებდნენ, რათა საზოგადოებაშიც არ გააძლიერონ ეს სკეპტიციზმი და ნიჰილიზმი, რითაც საბოლოოდ, ხელისუფლება იკვებება. გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და ასეთი მარტივი რაღაცები როგორ შეიძლება არ გესმოდეს, ჩემთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია. შეიძლება, ნერვებმა უმტყუნათ. პოლიტიკა მკაცრი საქმეა, იქ ნებისმიერი შენი ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე მარტო არ დარჩება“.„ხელისუფლებამ ეს გზა აირჩია. არ იქნებიან ეს პარტიები? პარტიების მეტი რა არის? გამოიჩეკებიან პარტიები და მიიღებენ მონაწილეობას. ასეთ ე.წ რუსულ, სუვერენულ, დემოკრატიულ სურათს გვაჩვენებენ“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.ამასთან, ხუხაშვილმა ისაუბრა პაატა ბურჭულაძესთან ოპოზიციური პარტიების ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გახშირებულ შეხვედრებზე და აღნიშნა, რომ „ეს დაქსაქსულობა, დანაწევრება ხელისუფლების ინტერესებშია“.„ხელისუფლება მთლიანად კონსოლიდირებულია, დიდი ძალა აქვს მობილიზებული. ძალაზე ჩამოდის ფსონს. შესაბამისად, ეს დიდი ძალა რომ დაამარცხო, კიდევ უფრო დიდი ძალის ფორმირება უნდა მოახდინო. შესაბამისად, საზოგადოების ამოცანა დღეს არის არა ასე დაქსაქსვა, არამედ კონსოლიდაცია, გაერთიანება, რათა გენერალური ბრძოლა გაიმართოს. რაც მთავარია, ამ კონსოლიდირებულ არმიას სარდლობა სჭირდება. ჩვენი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამ მოძრაობაში ჯარისკაცები ვართ. თქვენ წარმოგიდგენიათ არმიის გენერალი, რომელსაც ჯარი ეკითხება, რომ გადავიდეთ შეტევაზე, [ფიქრობენ, რომ] ტაქტიკას დაგეგმავს და წინ გაუძღვება. ნაცვლად ამისა, ჯარი რომ ეკითხება - რა ვქნათ გენერალო? გენერალი ეუბნება, მე რატომ მეკითხებით, ჯარისკაცი ვარო. აბსურდი არ არის? პოლიტიკოსები გველაპარაკებიან - რა გეგმა, რის გეგმაო.. გვიბრაზდებიან, გეგმას რატომ გვეკითხებითო. არათუ გეგმას არ წარმოადგენენ, საერთოდ გვიბრაზდებიან. ამაში რა არის საამაყო ვერ გავიგე. პირდაპირ გეტყვით, ეს არის სახლობანას თამაში.აბსურდამდე დადის ყველაფერი. ისედაც მწირი რესურსების პირობებში, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში კიდევ რაღაცას იყოფენ... რას იყოფთ ბატონებო, რა არის გასაყოფი? არაფერია გასაყოფი და გაუგებარია რას იყოფთ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.გია ხუხაშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ „მათი უტიფრობა, თავხედობა, ამპარტავნობა ყველა ზღვარს სცილდება“.„გია ვოლსკის პაატა ბურჭულაძის მეასედი დამსახურება რომ ჰქონდეს ამ ქვეყნის წინაშე, რაღა გვიშვას. არ ვიცნობდე მაინც, ვინ არის და როგორ არის. ქაღალდებს დაატარებდა გარეთ. პოლიტიკურ მაგიდასთან საერთოდ არ მჯდარა, როდესაც რეალური პოლიტიკა კეთდებოდა „ქართულ ოცნებაში“. შიგნით ოთახში ვერ შემოდიოდა, ახლა დიდი კაცი რომ გახდა, როდესაც ის პოლიტიკური მაგიდა დაიშალა. ახლა გამოდის და ვიღაცას ჭკუას ასწავლის“,- აღნიშნა ხუხაშვილმა.ოპოზიციური პარტიების ერთიანობაზე საუბრისას კი ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც „ვიღაცა ვიღაცას ვერ იტანს, ზურაბიშვილმა რა სასწაული უნდა მოახდინოს?“„სალომე ზურაბიშვილმა როგორ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია, თუ ესენი ყოველდღიურად ერთმანეთის ზიზღს ასხივებენ და ერთმანეთს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან? მაგალითისთვის ვამბობ, რა უნდა ექნა სალომე ზურაბიშვილს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ვერ იტანს გახარიას და ვიღაცა ვერ იტანს ვიღაცას? რა სასწაული უნდა მოახდინოს სალომე ზურაბიშვილმა?“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტიკა 1747823658

თბილისის ვიცე-მერი
თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.მან გიორგი ტყემალაძეს წარმატება უსურვა.„ვიცე-მერის პოსტზე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია. ის წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომდევნო წლებისთვის ჩვენი ქალაქისთვის, რომლის შესახებაც ეტაპობრივად მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.გიორგი ტყემალაძე ამ დრომდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

პოლიტიკა 1747823624

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფართოვდება პირთა წრე, ვინც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

ფართოვდება პირთა წრე, ვინც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.ამ მიმართულებით ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ პარლამენტის შესაბამისს კომიტეტს გააცნო.ღვამიჩავას თქმით, სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.ღვამიჩავას განმარტებით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესი შეიძლება გავრცელდეს სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია სპორტის სამინისტროს მიერ.პარლამენტში კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

სამართალი 1747823574

ლელო
მამუკა ხაზარაძე - გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს."მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!" - წერს ხაზარაძე.შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს."საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა", - განუცხადეს "ფორმულას" გერმანიის საელჩოში.

პოლიტიკა 1747802470

რუსეთის საგარეო
მარია ზახაროვა - საფრანგეთი სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ

საფრანგეთი, ხელს უწყობს რა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას და დახმარებას უწევს კიევის რეჟიმის, სათავეში ჩაუდგა დასავლეთის ომის პარტიას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგები, ფაქტობრივად, სათავეში ჩაუდგნენ დასავლეთის ომის პარტიას არა მხოლოდ კიევის რეჟიმისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაწევით, არამედ, ხედავთ, უკვე ბრიტანელებთან ერთად ცდილობენ ნეონაცისტური, ავტორიტარული კიევის რეჟიმის მთავარი კურატორისა და სპონსორის როლის მორგებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულ ანტირუსულ სანქციების პაკეტებს არაფერი აქვთ საერთო უკრაინაში სიტუაციის მოგვარებასთან - ისინი შეკავების პოლიტიკის და სავაჭრო ომის ელემენტია.„რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებიდან არცერთი არ რჩება რუსული მხარისგან სათანადო რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა ზახაროვამ.შეგახსენებთ, ევროკავშირმა გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი მიიღო, რომელიც 17 ფიზიკურ პირსა და 58 კომპანიას მოიცავს. ამასთან, სასანქციო სიას დაემატა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა, რომ კიდევ უფრო მძიმე სანქციების შემცველი მე-18 პაკეტი მზადდება.

მსოფლიო 1747802447

სემ
სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ)  და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია იუსტიციის სახლის ცენტრალურ ფილიალში ადგილზეგაეცნენ მელიორაციის სერვისების გაცემის პროცესს. იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ:- დარეგისტრირდნენ აბონენტად; - გამოითხოვონ პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; - გადაამოწმონ დარიცხვა; - მოითხოვონ დავალიანების გადანაწილება; - მოითხოვონ მომარაგების ტექნიკური ხარისხისა და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; - მიაწოდონ „საქართველოს მელიორაციას“ მომარაგების ხშირი წყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია; - მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა. სემეკი მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს განუმარტავს, რომ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სემეკს იუსტიციის სახლის იმავე სივრციდან. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის მიზანია მელიორაციის მომსახურებების მიღების პროცესის გამარტივება. იუსტიციის სახლის 124 ფილიალსა და 20 მობილური იუსტიციის სახლშიმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მარტივად და სწრაფად მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში - მათ შორის,„საქართველოს მელიორაციის“ კომპანიის საქმიანობის განხორციელების ზონებშიც.სემეკი უკვე მესამე წელია არეგულირებსმელიორაციის სექტორს. რეგულირების შედეგად,საირიგაციო წყლის მართვა გახდა გამჭვირვალე დაპროგნოზირებადი, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ თავიანთისაქმიანობა და თავიდან აიცილონ ის რისკები, რომლებიც წინა წლებში დაკავშირებული იყო წყლისუმიზნოდ, განუსაზღვრელი რაოდენობითმოხმარებასა და არასამართლიან განაწილებასთან.

საზოგადოება 1747741107